მეშინოდა მაგრამ მოვინდომე მაინც, რომ შიში დამემარცხებინა.ასეც მოვიქეცი, საკუთარ თავს წინააღმდეგობა გავუწიე, შიში გავიქრე და საჰაერო ბუშტს მივაშურე.როგორი შეგრძნება მქონდა? არ ვიცი ამის აღწერა თუ ღირს თვალით ნახვა და დაკვირვება ან ჩემს ადგილზე ყოფნა უკეთესი იქნებოდა.მივდიოდი, თითქოს სადღაც უნდა გადავკარგულიყავი, ცოტა მეშინოდა კანკალმა ამიტანა მაგრამ დავიმშვიდე თავი ჩავიცვი დამცავი ჟილეტი მეღიმებოდა, დიად განცდებში ვიძირებოდი არ მჯეროდა, რომ შევძელი და მაღლა ცას უნდა მივწვდომოდი აქამდე არასდროს ვყოფილვარ ჰაერში, არც გამიფიქრებია ოცნებადაც კი არ მქონია.ყოველთვის ვიძახდი, ყოჩაღ იმ ადამიანს ვისაც განსაკუთრებული შეგრძნებები აკავშირებს ცაში ფრენასთან როგორი ექსტრემალური სპორტია-თქო...დადგა დღე, სხვას ვუყურებდი რაღაცნაირად ავივსე გრძნობათა ღელვით, ჩემში გაჩნდა ის შთამბეჭდავი და ამაღელვებელი სურათი რამაც ამ გადაწვეტილებამდე მიმიყვანა და ჟილეტი ჩამაცვა.ქვემოდან საამო ჩანდა ჰაერის შეგრძნება, ცასთან კონტაქტი თითქოს მეც ზემოთ ვიყავი და წვრილმან დეტალებსაც კი ვხედავდი.მესიამოვნა სხვისი სიამოვნება იმდენად გულთ გამიჯდა ეს გრძნობა, რომ არაფერი მაინტერესებდა ჩემებმა მითხრეს ``შენ და ცა? არა, არამგონია შეძლო`` გაუკვირდათ მათ, ჩემი გადაწყვეტილება ეგონათ თავიდან ვხუმრობდი მაგრამ როდესაც ბუშტის ქვეშ დამაბეს მაშინ მიხვდნენ რომ რეალობასთან ახლოს იყვნენ...ნარინჯისფერ მაისურიანი მცველმა შემიკრა ჟილეტი, უსაფრთხოების ყველა ნორმა წესრიგში იყო ახლა კი დრო იყო იმისა, რომ გავფრენილიყავი მაღლა, სულ სულ მაღლა ზემოთ, ცაში...-ქალბატონო მზად ხართ?
-დიახ
ერთი...ორი... და სამი... ამ მომენტში მეგონა ჩემებს უკანსაკნელად ვხედავდი, დავიძაბე, ავღელდი უცაბედად არ ველოდი ასეთ სწრაფ დარტყმას თვალები დახუჭული მქონდა, სახე გამილურჯდა ნელ-ნელა ვცდილობდი თვალების გახელვას.ეშმაკურად ჯერ ერთი თვალი დავაპაჭუნე, მერე მეორე გავახილე და ჰოოპ რას ვხედავ ძალიან შორს ვარ ჩემებისგან, ყველა იმ ადამიანისგან ვინც სანაპიროზე იწვა, ვინც ზღვაში ცურაობდა, მაშველებისგან რომლებიც პასუხს აგებენ ადამიანის უსაფრთხოებაზე, ჩემი სასტუმროსგან, ბათუმისგან და ჩემი ტკბილი დედაქალაქისგან თბილისისგან...რაღაც უჩვეულო შეგრძნება იყო, თავისუფლება ვიგრძენი ბოლოს ასეთი ნასიამოვნები, გახარებული და ბედნიერი არ მახსოვს როდის ვიყავი...ის შევიგრძენი რაც აქამდე არასდროს მიგვრძნია.თითქოს ხმელეთზე სუნთქვა მიჭირდა, სათანადოდ ვერ ვიყავი თავისუფალი ახლა კი ჩიტივით დავფრინავ, ხელები გაშლილი მაქვს თმა აწეწილი ფეხებს ჰაერში ვაქნევ ღმერთო, რა მაგარი შეგრძნებაა...ეს ყველამ უნდა გამოცადოს.არაფერი საშიში არ ყოფილა, მე კი ასე ძალიან მეშინოდა თითქოს საშინელება ყოფილიყოს ახლა მესმის იმ ხალხის ვისაც განსაკუთრებულად უყვარს ცასთან კონტაქტი, ჰაერში ფრენა და საერთოდ ეს სპორტი...რამხელა სიჯანსაღე, სისწრაფე, სიამოვნება, სიცილს გულისხმობს თითქოს უმნიშვნელო მაგრამ მეორე მხრივ ბედნიერების მომნიჭებელი ``პარაშუტი`` ექსტრემალურ სიტუაციას განიცდი და ხმამაღლა ყვირი ``უჰჰჰუუუუუუუუ`` ნერვებზეც კარგად აისახება, გამშვიდებს და გაწყნარებს ამავდროულად განუგეშებს.ცუდ ენერგიას ჰაერში ფანტავ, ნეგატივისგან თავისუფლდები და აღნიშნავ თავისუფლებას რომელიც ძალზედ გაკლდა...აქედან სამყარო სულ სხვა ფერია, ზღასაც მუქი შეფერილობა აქვს, მზეც კაშკაშად ანათებს ვიდრე ნაპირზე საკმაოდ კარგად ისმის ადამიანების ხმები, მათი სიცილი და ვხედავ დამკვირვებლებს...ისინი მაკვირდებიან, მიყურებენ ზოგი იღიმის, ზოგს უკვირს ისინი ისეთი პატარები არიან, ერთმანეთს გვანან და ვერც გაარჩევ ერთმანეთისგან.ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე ვიღიმი და მიხარია ცხოვრება...ნელ-ნელა დაბლა მიდის ბურთი, მე კი არ მინდა, რომ სიამოვნება დამთავრდეს თავი ისე მიჭირავს, რომ ჯერ ადრეა თუმცა უკვე ზღვის ნაპირზე ვარ თვალებ დახუჭული და სულელურად ვიღიმი ასე იცის ბედნიერებამ.ეს, ბედნიერების ერთ-ერთი ფორმულაა, როცა ადამიანი ცუდი ენერგიისგან იცლება და პოზიტივით იმუხტება.🧚♀️
პ.ს იმედი მაქვს, მოგეწონებათ ეს ჩანახატი, წარმატებულ დღეს გისურვებთ!
#მოგზაურობა
#ხელოვნება
#ახალიამბები