ბელორუსი: საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური მდგომარეობა
175 Views
Headline
Tbilisi · 1 month ago

უკვე სამი დღეა ბელორუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა. ქვეყანაში აქციები არჩევნებამდეც იმართებოდა. მათ სათავეში ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია იდგა, რომელმაც საკუთარი მეუღლის, ცნობილი ბლოგერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დაკავების შემდეგ თავისი კანდიდატურა წამოაყენა.

ალექსანდრე ლუკაშენკო 26 წელია ბელორუსის პრეზიდენტია. იგი პოლიტიკაში მოსვლამდე სამხედრო ოფიცერი, ხოლო საბჭოთა კავშირის დროს რამდენიმე საწარმოს დირექტორი იყო. ლუკაშენკომ თავისი მმართველობის განმავლობაში მოახერხა და ევროპის ბოლო დიქტატორის სახელწოდება მოიპოვა. იგი ავტორიტარი მმართველია და ამასთანავე, ქვეყანასაც პრორუსული პოლიტიკა აქვს. მისი მმართველობის პირობებში ბელორუსისათვის შეუძლებელია პროდასავლური კურსის არჩევა. ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა კიდეც, რომ რუსეთი ყოველთვის იქნება მისი ქვეყნის მოკავშირე, ვინც არ უნდა იყოს ორივე ქვეყნის სათავეში. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ჩატარებულ არჩევნებში, მან ხმების 79,65% მოიპოვა. არჩევნების შედეგები აშშ-მ და ევროკავშირმა არ სცნეს, თუმცა დსთ-მ იგი დადებითად შეაფასა.

ბელორუსში მოსახლეობა ამჟამად სწორედ რეჟიმისა და რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. საპროტესტო აქციების მთავარი მიზანიც ეს არის. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში იმდენად რთული სიტუაციაა, რომ ოპოზიციის მთავარი ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, რამდენიმე დღის წინ ლიეტუვაში გაემგზავრა საკუთარი შვილებისა და თავისი უსაფრთხოების გამო. მან ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობას მოუწოდებს საპროტესტო აქციები შეწყვიტონ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვიდეოში იგი ქვემოთ იყურება, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დაწერილ ტექტსტს კითხულობს. არ არის გამორიცხული, რომ ეს განცხადებაც მუქარის შემდგომ გაკეთდა. მან ამ ვიდეომიმართვამდე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნავს, რომ არავის უსურვებს იმ არჩევანის წინაშე ყოფნას, რომელის წინაშეც თავად არმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაია სათავეში ედგა საპროტესტო გამოსვლებს, რომლებზეც ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მსგავსი ფართომასშტაბიანი აქციები ბელორუსში საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ არ ყოფილა.

ბელორუსში საპროტესტო აქციები მთავრობამ ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა რამდენიმე ათასი ადამიანი, ხოლო ერთი მოქალაქე დაიღუპა. აქციის დასაშლელად გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. წუხელ შეკრებილ ათასობით დემონსტრანსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა. დააკავეს ათასობოთ ადამიანი. საპროტესტო აქციებზე ზოგიერთი მოქალაქე იმდენად დაშავდა, რომ მათ ქირურგიული ჩარევაც კი ესაჭიროებათ.

დასავლური მედია ალექსანდრ ლუკაშენკოს შესახებ წერს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოების პროტესტი იმდენად დიდია, რომ იგი თანამდებობაზე ვეღარ დარჩება. ამასთან, რამდენიმე გავლენიანი გამოცემა იმასაც ამბობს, რომ რუსეთსა და მის მთავრობასაც მსგავსი მომავალი ელით.

საზოგადოებას აღარ სურს ტყუილსა და შიშში ცხოვრება. სწორედ ეს იდეები ჟღერდებოდა საპროტესტო გამოსვლებზე, სადაც ათიათასობით ადამიანი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ითხოვდა. ეს მოთხოვნები დღესაც ძალაში რჩება. მთავრობა კი მოსახლეობას მოუწოდებს საპროტესტო აქციები შეწყვიტონ.

ბელორუსში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ არც ერთი დიქტატურა არ არის სამუდამო. როგორც დასავლური მედია წერს, რუსეთი გარე იმპერიების ჩამოყალიბების მცდელობის პროცესში საქართველოში, უკრაინაში, მოლოდვასა და ბელორუსში, თავადვე შეიძლება დაიშალოს. მათი თქმით კი ამისათვის აშშ და ევროკავშირი უნდა მოემზადოს, რადგანაც ეს პროცესები უკვე არც ისე შორსაა.

#headline #Belarus #ბელორუსი


Headline
Tbilisi · 1 month ago
2
Write a comment