10 ყველაზე ‘უშნო შენობა თბილისში

0
დღევანდელი გეგმარებისა და არქიტექტურის მდგომარეობით, სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი არც ისე ესთეტიური შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომლებიც არაფრისმთქმელია და პლიუს არც ისე კარგადაა აშენებული. ამ პოსტში თბილისის ყველაზე უშნო შენობები შევიყვანეთ, რომლებიც დარწმუნებული ვარ არც თქვენ გხიბლავთ დიდად. კარგი ამბავიც მაქვს, თბილისში უფრო მეტი ლამაზი და საინტერესო შენობა გვაქვს, ვიდრე უშნო. შემდეგ პოსტში ამაზე დავწერ ✨

10. საცხოვრებელი კომპლექსი მეტრო „300 არაგველთან“

გახუნებული ყვითელი ფასადი ლურჯი ფერის შუშებზე. შესაშური კომბინაცია ნამდვილად არაა.. ამბობენ, ამ აივნებზე აკრული რკინის გისოსებიდან თბილისის ხედები ყველაზე ლამაზად ჩანსო..

9. უნივერსიტეტი „სეუ“

თავიდან ამ უნივერსიტეტის შენობა არაფრით გამორჩეული, უშნო ნაგებობა იყო. მას შემდეგ, რაც მას რკინის კონსტრუქცია დაადგეს, თითქოს უფრო საინტერესო უნდა გამხდარიყო.

8. საცხოვრებელი კორპუსი პირველი სკოლის უკან.

მიუხედავად იმისა, რომ შენობა დამოუკიდებლად ასე ცუდადაც არ გამოიყურება, ის აბსოლუტურად შეუფერებელ ადგილას დგას. შენობა მთლიანად ფარავს მთწმინდის ხედს და სკოლასთან უდიდეს დისკომფორტშია.

7. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალი შენობა.

გარეუბანში ეს ნაგებობა მაინც ისეთი უშნო იქნებოდა, როგორც აქაა, მაგრამ ქალაქის ისტორიულ უბანში, სამხატვრო აკადემიას ასეთი შენობა რატომ დაუპროექტეს, წლებია ამოუხსნელ ამოცანად რჩება.

6. „ვისოლის“ შენობა ჭავჭავაძის გამზირზე

ამ შენობაზე საუბრისას ქალაქის მოსახლეობის აზრი ორ ნაწილად იყოფა. ერთნი ამბობენ, რომ ის ბანანს ჰგავს, მეორენი კი ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ტორტი უფროა. დიდად სახარბიელო ანალიგიები ვერაა არქიტექტურისთვის.

5. „ცენტრ პოინტის“ საცხოვრებელი კომპლექსი

შავისა და ნაცრისფერის კომბინაცია და უცნაური ფორმა.. ვერაფერს იტყვი. ამბობენ რომ ამწე მშენებლობის მერე ვეღარ გამოაქვთ. ცოტა კურიოზული ამბავია.

4. ცენტრ პოინტის საცხოვრებელი კომპლექსი

თბილისის ჰორიზონტს გამორჩეულ მიმზიდველობას სძენს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის “ ეს ოდესღაც ყვითელი და აწ გახუნებული საცხოვრებელი კომპლექსი. არქიტექტურის ცნობილმა კრიტიკოსებმა ის ეკლექტიკურ სტილს მიაკუთვნეს, თავისი მრავალფეროვანი ფორმებითა და მათი ჰარმონიული სინთეზის გამო. ქალაქის მერიის კულუარებში ხმაც დაირხა, მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას აპირებენო.

3. კაზინო „შანგრილა“

აქაც ცოტა მძიმედ გვაქვს საქმე.. შედეგს თავადაც ხედავთ.

2. სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“

ქალაქიდან გასვლისას გაცილებს და შემოსვლისას გეგებება ეს ყველა ფერით შემკობილი სავაჭრო ცენტრი, რომელიც „რაკიინ დეველოპმენტმა“ რამოდენიმე წლის წინ ააშენა. ზოგს მოსწონს, მაგრამ წმინდა არქიტექტურულად, სამწუხაროდ კარგი შედეგი არ გვაქვს.

1. „კარე“-ს შენობა აღმაშენებლის ხეივანზე

ამ სიის უპირობო და უკონკურენტო ლიდერია „კარე“-ს შენობა აღმაშენებლის ხეივანზე, იგივე „კლაკნილა“. ვფიქრობ ამ შენობის არსებობა ქალაქში უბრალოდ სირცხვილია. ________________ გამოიწერეთ გვერდი და ადევნეთ დიზაინ-სიახლეებს თვალი მომოსთან ერთად 🖤 #არქიტექტურა
#ახალიამბები
#ხელოვნება
#არქიტექტურა
#არქიტექტორი
#არქიტექტურას
#ქართულიარქიტექტურა
#ცუდიშენობა
#შენობა
#კორპუსი
#კორპუსები
#დიზაინი
0