საგანგებო ინფორმაცია ყველასთვის!!
87 Views
Nikusha
Tbilisi · 6 months ago

კიბერკრიმინალები კორონავირუსის ფართოდ გავრცელებით გამოწვეული ქაოსითა და გაზრდილი მღელვარებით სარგებლობენ და ინტერნეტმომხმარებლების პირადი მონაცემების დასაუფლებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.

საერთაშორისო მასშტაბით აქტიურად ვრცელდებიან მავნე ფაილები, რომლებიც თავს „COVID-19“-ის კარტოგრაფიული რუკების ლეგიტიმურ აპლიკაციად ასაღებენ, რეალურად კი სისტემაზე დაინსტალირების შემდეგ, მომხმარებლისგან იპარავენ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ვებბროუზერებში დამახსოვრებული ე.წ. „ბროუზინგის“ ისტორია და „Cookie“ ჩანაწერები, მომხმარებლის სახელები და პაროლები, საკრედიტო ბარათების მონაცემები და სხვადასხვა კრიპტოგრაფიული გასაღები.

როგორც კიბერუსაფრთხოების მკვლევარები იტყობინებიან, გამოვლენილია შემთხვევები, როდესაც ზემოხსენებული მავნე პროგრამები ოპერაციულ სისტემაში ქმნიან ახალი მომხმარებლის ანგარიშს დამალული სტატუსითა და ადმინისტრატორის უფლებებით, შემდეგ კი RDP პროტოკოლოს მეშვეობით ააქტიურებენ დისტანციური მართვის საშუალებებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT-GOV-GE გაძლევთ რეკომენდაციას, კორონავირუსის (COVID-19) შესახებ ინფორმაციის მისაღებად გამოიყენოთ მხოლოდ სანდო ვებპორტალები და მათზე შესვლამდე ყურადღებით დააკვირდით შესაბამის ბმულებს.

?საქართველოს მთავრობის მიერ შეიქმნა და მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც განთავსებულია ყველა საჭირო ინფორმაცია „COVID-19“-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით.

?https://stopcov.ge/

საერთაშორისო მასშტაბით კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად რეკომენდებულია შემდეგი ინტერნეტრესურსის გამოყენება:

?https://www.worldometers.info/coronavirus/

წყარო cert.gov.ge

#news
Nikusha
Tbilisi · 6 months ago
12
Write a comment
Similar Posts