სავალდებულო კარანტინი შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან შემოსულებისთვისაც დაწესდა

0
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარზე შემოწმების შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი შვეიცარიიდან, დანიიდან და ნორვეგიიდან შემოსულებისთვისაც დაწესდა. აქამდე მსგავსი შეზღუდვები დაწესებული იყო რვა ქვენისთვის: ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და ავსტრია. გუშინ, 13 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვარს კეტავს. შეზღუდვა 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში გავრცელდება.
#news
#coronavirus
#coronaviruslive
Georgia
0