20 votes
0 comments
2 shares
Save
განათლების სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ტელე-ონლაინ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
6768 views
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს განათლების სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ტელე-ონლაინ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს.

“ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროექტით შესაძლებელი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებით სასწავლო პროგრამების მიწოდება.

პროექტზე მუშაობა რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა და დღეს უკვე პროექტი წარმოებაში ჩაეშვა.

პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისთვის, რისთვისაც გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის ყველა მედიაპლატფორმა – მეორე არხი, ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის youtube და ფეისბუქგვერდები.

განათლების სამინისტრომ უზრუნველყო მასწავლებლების ჩართულობა, მომზადდა სასწავლო პროგრამები, საგნობრივი რეკომენდაციები და ინსტრუქციები.

პირველი არხი უზრუნველყოფს მსოფლიოს საუკეთესო სტუდიების მიერ მომზადებულ სასწავლო დოკუმენტური ფილმების თარგმნას და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენებას. ასევე გადაწყდა, რომ აღნიშნული პროექტი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაგრძელდება შექმნილი ვითარების დასრულების შემდეგაც.”

#კორონავირუსი #პირველიარხი #განათლებისსამინისტრო #ონლაინსწავლება #სკოლა #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა
მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე Feedc-ის გუნდმა გადაწყვიტა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დისტანციური სწავლების მარტივი და მოსახერხებელი მეთოდი შეთავაზებინა. ახალი სასწავლო პლატფორმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საგანმანათლებლო პროცესი წარმართონ სინქრონული მეთოდით - რეალურ დროში, სახლიდან გაუსვლელად ჩაატარონ გაკვეთილები, ჩაერთონ დისკუსიებში, დასვან კითხვები და მიიღონ უკუკავშირი. Feedc-ის გუნდმა ოპერატიულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგანმანათლებლო პროცესში მაქსიმალურად შეემსუბუქებინა COVID 19-ის გავრცელებით გამოწვეული დისკომფორტი და დაენერგა ონლაინ სწავლების კომპონენტი. აღნიშნული უპრეცენდენტო ინიციატივით Feedc-ი ქართულ სკოლებს სთავაზობს შესაძლებლობას, რომ ეფექტურად გაუმკლავდნენ დღევანდელობის გლობალურ გამოწვევას - კორონავირუსს. აღნიშნული პლატფორმა ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს, ასევე მისი პარტნიორი ქვეყნების ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. შეგახსენებთ, რომ Feedc („ფიდსი“) ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი სოციალური მედიის პლატფორმაა. აპლიკაცია ადგილმდებარეობაზეა დაფუძნებული და მომხმარებელს საშუალებას აძლევს გააზიაროს ან მოძებნოს პოსტი ლოკაციის მონიშვნის შესაბამისად.#feedc #edu .feedc #სკოლა #ონლაინგაკვეთილი #ფიდსისსკოლა #კორონავირუსი #tbilisidaily
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi, Georgia · 3 days ago
ცვლილებები მაუწყებლის და ელექტრონული კომუნიკაციებისშესახებ კანონში
ცვლილებების მიხედვით ერთი კანონპროექტი კომუნიკაციების კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სუბიექტებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, მეორე კი ამბობს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება მის შეჩერებას არ გამოიწვევს. მთავრობა აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვას ითხოვს. ინიციატივას დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 days ago
ეროვნული გამოცდები უსაფრთოხების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს
ეროვნული გამოცდები უსაფრთოხების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. "მეხუთე დღეა საგამოცდო პროცესში ვართ. მთელი ამ 5 დღის განმავლობაში ზედმიწევნით დავიცავით ყველა ის რეკომენდაცია რაც მოგვაწოდეს სპეციალისტებმა. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, ცხადია ჩვენ ამისთვისაც ვიყავით მზად. სპეციალური სარეზერვო სივრცეები გვაქვს იმისთვის რომ ეს დანარჩენი 9 აბიტურიენტი მაქსიმალური უსაფრთხოების ზომების დაცვით და იმ რეკომენდაციების შესაბამისად რაც მოგვეწოდება, განვათავსოთ ამ სივრცეებში. რაც შეეხება მათი ნამუშევრების გასწორებას და მათ დამუშავებას. ამ კუთხით ისედაც ვაპირებდით, რომ ნაშრომებს გაევლოთ რამდენიმე დღიანი კარანტინი, ვინაიდან ეს იყო რეკომენდაცია. კარანტინის შემდეგ ხელთათმანის, პირბადის, ფარის გამოყენებით ჩვენი ოპერატორები დაასკანერებენ ნამუშევრებს, ანუ ამ კუთხითაც პრობლემა არ გვექნება. აბიტურიენტებს და მის გულშემატკივრებს მოვუწოდებთ გამოიჩინონ სიფრთხილე, გამოიყენონ პირბადე და დაელოდონ აბიტურიენტებს სახლში", - აცხადებს სოფიო გორგოძე. გამოცდები უსაფრთხოება TbilisiDaily
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 1 month ago
ზუგდიდელი თვითნასწავლი ხატმწერი - მანონი მაქაცარია.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მანონი მაქაცარია თექაზე მუშაობს. ქ-ნ მანონს გავლილი აქვს თექის შემსწავლელი ერთ კვირიანი კურსი. პირველი ნამუშევარი მან თექის საკმარისი რაოდენობის უქონლობის გამო, ბადეზე შეუსრულებია. მისი პირველი ნამუშევარი ფიროსმანის წმინდა გიორგის ასლი იყო, რამაც საეკლესიო პირებისა და ხატმწერების ყურადღება დაიმსახურა და მათ თექაზე შესრულებული ნამუშევარი ხატად აკურთხეს. “ბადეზე ჩემ მიერ შესრულებული წმიდა გიორგი რომ ნახეს მამებმა, აღფრთოვანდნენ: მითხრეს შენი წმიდა გიორგის სახის ხაზებში ქართული ხასიათები იგრძნობაო”. - ამბობს მანონი მაქაცარია. მანონი, ცნობილი ზუგდიდელი ფოტოგრაფების, მაქაცარიების ერთ-ერთი ქალიშვილია. ხედვა გამორჩეული აქვს, ფოტოდან სახის გადატანისა და ნაკვთების რეტუშის ტექნოლოგიებს ფლობს. მანონი, ამჟამად, თბილისში ცხოვრობს, კონდუქტორად მუშაობს ავტობუსის ერთ-ერთ მარშრუტზე. “მე ყველგან ვარ როგორც ზუგდიდელი, ნებისმიერ ღონისძიებაში ვმონაწილეობ ზუგდიდელების სახელით, მინდა ყველამ იცოდეს ჩემი ქალაქის შესახებ და იმ ნიჭიერი ადამიანების შესახებ, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს”. - განაცხადა მანონი მაქაცარიამ. მას ერთი სურვილიც აქვს: ზუგდიდის ღვთისშობლის სახელობის მშენებარე ტაძრისთვის, თექაში უნდა დაწეროს წმიდა გიორგის ხატი. ამ საკითხზე გეგმავს მეუფე გერასიმესთან შეხვედრას და კურთხევის გამოთხოვას. #ზუგდიდი #ზუგდიდელიხატმწეი #თექა #ნამუშევრები #zugdididaily
Apsnypress
Sokhumi, Georgia · 3 days ago
Жаркая погода с высоким уровнем ультрафиолетового излучения ожидается в выходные дни
Атмосферное давление – нестабильное.
მოგზაური მოგზაური
Batumi, Georgia · 3 days ago
ხიხანის ციხე
#მოგზაურობა
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
განათლების მინისტრმა ,,ტელესკოლის" დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს ,,ტელესკოლის" დაწყებასთან დაკავშირები მიმართავს. პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში, განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება. შაბათ-კვირას კი საინტერესო შემეცნებით და საგანმანათლებლო პროგრამებს შესთავაზებენ. „ძვირფასო მოსწავლეებო, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო! როგორც იცით, კორონავირუსის გამოწვევის დასაძლევად დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. თუმცა ამ გამოწვევამ არ უნდა შეაჩეროს განათლების მიღების პროცესი. ამიტომ ჩვენ საქართველოს პირველ არხთან ერთად გთავაზობთ საინტერესო პროექტს, რომელსაც „ტელესკოლა“ ჰქვია. პროექტის ფარგლებში თქვენ ნახავთ ძალიან საინტერესო გაკვეთილებს ყველა საგანში, რომლებსაც ძალიან გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ. აღსანიშნავია, რომ „ტელესკოლასთან“ წვდომა ყველას ექნება, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ჩაერთოთ ამ პროცესში. გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება. შაბათ-კვირას კი შემოგთავაზებთ საინტერესო შემეცნებით და საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორც საქართველოში მომზადებულს, ასევე უცხოურს, რომლებიც ნათარგმნია ქართულ ენაზე. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი! დარწმუნებული ვარ, რომ ბეჯითი სწავლით ასახელებთ ჩვენს სამშობლოს! მინდა ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები იმ საინტერესო გზაზე, რომელსაც განათლების მიღება ჰქვია!“- აცხადებს ჩხენკელი. „პროექტი „ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი - განათლება“ (ყოფილი მეორე არხი) ეთერით გადის. საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობენ. „ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: „ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. პროექტის პირველ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება. პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის უწევენ კონსულტაციას. გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ტარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე იწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება. სამინისტრომ მოსწავლეებისა და მშობლებისათვის „ტელესკოლის“ გაკვეთილებში ეფექტიანი ჩართულობისთვის სპეციალური რჩევებიც შეიმუშავა, რომლიც ნახვაც შესაძლებელია ბმულზე", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.#კორონავირუსი #ტელესკოლა #განათლებისსამინისტრო #მიხეილჩხენკელი #დარჩისახლში #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით სკოლებმა განახლებული სასწავლო პროცესი დაგეგმონ იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული. მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით თითოეულმა სკოლამ, მასწავლებელმა/დამრიგებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. ასევე, თითოეულმა მასწავლებელმა მოსწავლის ოჯახის ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე მოსწავლეს შეურჩიოს კლასგარეშე საკითხავი მასალა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს სკოლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შერჩეული მასალა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს მიაწოდოს ისეთი გზით, რომელიც შეთანხმებული იქნება მშობელთან. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად რეკომენდებულია მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად, მაგალითად: საკითხავი ლიტერატურა; შემეცნებითი აქტივობები; კვლევითი პროექტები; ონლაინ პლატფორმები/ელ. მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თემატური დავალებები და სხვა. სკოლის ადგილობრივი კონტექსტიდან გამომდინარე, გაიმართოს საკომუნიკაციო ქსელები კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის. მასწავლებლებმა ააწყონ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა მოსწავლეებთან. ამ პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Microsoft office 365-ის პროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლისთვის. ამ მიზნით სკოლის წარმომადგენელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე და გაეცნოს ინსტრუქციებს. მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისთვის გამოიყენონ ყველა არსებული საკომუნიკაციო ფორმა, მაგალითად: სოციალური ქსელი; ვიდეოზარები; სატელეფონო კომუნიკაცია; ელექტრონული ფოსტა და სხვა. აღსანიშნავია, რომ პერიოდულად განახლდება უფასო რესურსების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პორტალზე el.ge. ამასთანავე გაზიარდება ყველა ის ინიცირებული პროექტი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. სკოლების სურვილის შემთხვევაში, სამინისტრო მზადაა განიხილოს შემოთავაზებები ან უკვე არსებული გამოცდილება, ინდივიდუალური პრაქტიკის სხვა სკოლებთან გაზიარების მიზნით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ყველა ის სიახლე, რომლებსაც ყოველდღიურად შეიმუშავებს სამინისტროს გუნდი”, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცლეებულ ინფორმაციაში.#განათლებისსამინისტრო #სკოლა #განათლება #კორონავირუსი #რეკომენდაცია #tbilisidaily
Kutaisi Daily
Kutaisi, Georgia · 3 days ago
ქალაქის საბჭოს წევრი პირველი ქუთაისელი ქალი - ცნობილი პედაგოგის უცნობი პოლიტიკური წარსული
1917 წლიდან ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიეცათ, რაც პოლიტიკურმა ძლებმა კარგად გამოიყენეს და საკანდიდატო სიებში არაერთი ქალი შეიყვანეს. მათ შორის იყოს ქალაქში ცნობილი პედაგოგი მარიამ ვარდოსანიძე. ის პარტიის მიერ წარდგენილი 60-კაციანი საკანდიდატო სიის პირველ ხუთეულში მოხვდა. მარიამი 1864 წელს ქუთაისში, მეწაღის ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდან აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმინობებში. 1891 წელს ქუთაისის საკვირაო სკოლა შექმნა, რომელიც 23 წელიწადს ფუნქციონირებდა. პერიოდულად ახორციელებდა საგანმანათლებლო პროექტებს, უსასყიდლოდ ამეცადინებდა გაჭირვებულებს... ის 1919 წელს ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის ხელმძღვანელად დაინიშნა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პოლიტიკურ საქმიანობაშიც ჩაერთო და საგანმანათლებლო მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო. მონაწილეობდა სკოლებისა და ბიბლიოთეკების შექმნისა და საგანმანათლებლო ღნისძებების დაგეგმვა/განხორციელებაში. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მარიამ ვარდოსანიძე ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას და შემდგომ წლებში მხოლოდ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ის 1943 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com ქუთაისისისტორია KUTAISIDAILY
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
30 მარტიდან პროექტი „ტელესკოლა“ იწყება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლას“ იწყებენ. სამინისტროს ინფორმაციით, ,,ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გავა. „ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ. განათლების სამინისტროს ცნობით, ,,ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. პროექტის პირველ ეტაპზე, ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება. პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის გაუწევენ კონსულტაციას. გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე დაიწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება. ტელესკოლის გაკვეთილების განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე: ; და როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი პროექტისთვის გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმაც – ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის Youtube და Facebook გვერდები.#1არხი #განათლება #ტელესკოლა #tbilisidaily