აფხაზეთის მოსახლეობა თავიანთ თავს მძევლებს უწოდებენ

0
აფხაზეთის მოსახლეობა ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო საკუთარ თავს მძევლებს უწოდებენ. მესაზღვრეები უარს ამბობენ საზღვრის გაღმა დარჩენილი მოსახლეების შეშვებაზე, ამის მთავარ მიზეზად კი კორონავირუსს ასახელებენ. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ინფორმირებას ამ დროისთვის არცერთი ადგილობრივი ორგანო არ ცდილობს. ასევე, არავინ იცის თუ რამდენი ხანი მოუწევთ მათ ე.წ. საზღვრებს გარეთ ყოფნა. მათი ნაწილის თქმით, ყველას არ ჰყავთ ზუგდიდში ნათესავები და შესაბამისად ღამის გათენება სხვადასხვა ადგილას, შეზღუდული ფინანსების ფონზე უწევთ. ზოგი საზღვრისპირა სოფელ რუხშია დარჩენილი, ზოგი სასტუმროში, ზოგი კიდევ(სულ 7 ადამიანი) ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც ნათესავები გალში ჰყავს, მიიღო. თუმცა, მათი თქმით, ისინი ოჯახის სიკეთით ვერ ისარგებლებენ და 7 აპრილამდე იქ ვერ დარჩებიან. ე.წ. საზღვრებს გარეთ დარჩენილთა უმეტესი ნაწილი ზუგდიდში მუშაობს. ზოგმა მესაზღვრეებს სამედიცინო საბუთიც აჩვენა იმ იმედით, რომ გაუშვებდნენ, მაგრამ მათგან კატეგორიული უარი მიიღეს, იმის გამო, რომ მათ საქმე სამედიცინო დაწესებულებაში ჰქონდათ. მოქალაქეთა უმეტესობას ოჯახი გალში ჰყავს. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ, ისინი მათ სარჩენად ზუგდიდში სამუშაოდ არიან ჩამოსულები. იგივე ინციდენტის შემდეგ კი მათთვის თანხის მიწოდებასაც ვერ შეძლებენ. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ასეთი საშიშროებისთვის მზად საერთოდ არ არის. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ სიტუაციით დაზარალებულთა უმეტესი ნაწილი გალში მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობაა. აფხაზეთში ყველამ იცის თუ როგორი რთულია სიტუაციების გადატანა უწევთ მათ, იმიტომ რომ საქართველოში ვიზიტი აქ მცხოვრები ნათესავების სანახავად და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად ხშირად უწევთ ხოლმე. შიში იმისა, რომ კარანტინი 7 აპრილის მერეც გაგრძელდება დიდია. შეგახსნებთ, რომ საზღვარი 14 მარტს ოფიციალურად ჩაიკეტა 7 აპრილამდე.
#აფხაზეთი
#საქართველო
#გალი
#საზღვარი
#კორონა
#კორონავირუსი
#sokhumidaily
0