16 მარტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის

0
ზუგდიდის მერია დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადადის კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 16 მარტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. გადაწყვეტილება არ შეეხება ზუგდიდის მერს, მერიის მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებს. ისინი მუშაობას ჩეულ რეჟიმში განაგრძობენ. დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი მერიაში მოთხოვნისთანავე გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას. 16 მარტიდან: შეიზღუდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კომისიის სხდომა, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა. დროებით გაუქმდება მოქალაქეთა მიღების საათები მერთან და მოადგილეებთან. კანცელარიაში შეიზღუდება მოქალაქეთა მიღება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სატელეფონო კომუნიკაციის ფორმატი გამოიყენონ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონსულტაციები შემდეგ ტელეფონის ნომრებზე მიიღონ: +995 591 44 75 46 +995 599 15 40 25, +995 591 44 53 20 ელ ფოსტა: zugdidismeria@gmail.com აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნება 1 აპრილამდე.
#ზუგდიდი
#ზუგდიდისმერია
#კორონავირუსი
#zugdididaily
0