ქუთაისში კლუბები "რეფლექტორი" და "ბუდე" დროებით დაიხურა

0
ახალი კორონა ვირუსის (Covid19-ის) პრევენციისა და შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ქუთაისში კლუბებმა "რეფლექტორი" და ბუდე" დაგეგმილი უახლოესი ღონისძიებები გააუქმეს. "მსოფლიოში COVID-19 ვირუსით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის გამო, კლუბი BUDE აუქმებს მარტში დაგეგმილ ყველა ღონისძიებას, თუმცა მალე დაგიბრუნდებით სასიამოვნო სიახლეებით.", - ვკითხულობთ "ბუდეს" ფეისბუქ-გვერდზე. აღნიშნულ კლუბებს უცხოელი და თბილისელი DJ-ები ( Karol Mozgawa, McKenzie Simone, Michailo) ხშირად სტუმრობენ და ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულ გარემოს ქმნიან.
#ქუთაისი
#კლუბი
#რეფლექტორი
#ბუდე
#კორონავირუსი
#kutaisidaily
0