ქუთაისის ლაბორატორიაში კორონა ვირუსის პირველი ტესტი ჩატარდა

0
გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე პირველი ტესტი ჩატარდა: "კორონავირუსის რვა ტესტი გავაკეთეთ, პასუხი უარყოფითი იყო, პაციენტებს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ქუთაისის ლაბორატორია 24 საათის განმავლობაში მუშაობს", – აცხადებს ლაბორატორიის ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე ქუთაისიპოსტთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ აქამდე აღნიშნული ტესტი მხოლოდ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ტარდებოდა. ბათუმისა და ქუთაისის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორიების თანამშრომლებს კი რამდენიმე დღის წინ ტრენინგები ჩაუტარდათ. ამ დროისთვის ტესტი უკვე სამ ქალაქში ტარდება.
#ქუთაისი
#კორონავირუსი
#ლაბორატორია
#ტესტი
#kutaisidaily
0