რაგბის სტადიონის მშენებლობა ზუგდიდში, რომელსაც სრულად ფონდი "ქართუ" დააფინანსებს.

0
ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და მას სრულად ფონდი "ქართუ" დააფინანსებს. რაგბის მოედანი ზუგდიდში, პუშკინისა და მოსკოვის ქუჩების სიახლოვეს აშენდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. გათვალისწინებულია ორი სტადიონის, ხელოვნური და ბუნებრივი საფარით აშენება, ორივე სტადიონს 4 ტრიბუნა ექნება. "ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა" მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდობაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, პროგრამა გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რაგბის თანამედროვე სპორტული კომპლექსების აშენებას, აღჭურვასა და შემდგომ მხარდაჭერას, ჰქონდეთ შესაძლებლობა ივარჯიშონ და კვალიფიკაცია აიმაღლონ.
#ზუგდიდი
#რაგბი
#რაგბისმოედანიზუგდიდში
#ქართუ
#zugdididaily
0