ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქუთაისის მერიის ის სამსახურები, რომლებიც მოქალაქეებს უშუალოდ არ ხვდებიან, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.
ამის შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
"რეკომენდაციის შესაბამისად, ქუთაისის მერიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება მუშაობის დისტანციური რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები. ამ რეჟიმით იმუშავებს აუდიტის, არქიტექტურის, საფინანსო , ეკონომიკის და სამხედრო სამსახურები. ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების, სოციალურ საკითხთა, ზედამხედველობის , ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული სამსახურები, რომელთა თანამშრომლები მორიგეობით შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რათა ხელი არ შეეშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას", - ნათქვამია განცხადებაში.
#ქუთაისი
#ქუთაისისმერია
#მერია
#დისტანციური
#მუშაობა
#kutaisidaily