ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი ხორციელდება. ჯამში 2 100 მეტრი სიგრძის გზა რეაბილიტირდა. მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწყობაც.
პროექტის ღირებულება 970 373 ლარია. მიმდინარე წელს რეაბილიტირდა 1 კილომეტრამდე სიგრძის გზა, რომლის ღირებულება 685 333 ლარია.
გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ასევე, ახალ აბასთუმანში, 1359 მეტრის მანძილზე იგება არმირებული
რკინა-ბეტონის საფარიანი გზა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 673 552 ლარია.
პროექტის ფარგლებში აქტიურად ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელ მუხურში. ამ ეტაპზე მდინარე ღუნჯაზე მიმდინარეობს სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.ხიდის სიგრძე 14, ხოლო სიგანე 7 მეტრს შეადგენს.
სამუშაოებს , , კავკასუს როუდ პროჯექტი”ახორციელებს.
სამუშაოებში ადგილობრივი მუშა ხელია დასაქმებული.
#სამეგრელო
#ზემოსვანეთი
#გზებისრეაბილიტაცია
#ჭკადუაში
#აბასთუმანი
#მუხური
#კავკასუსროუდპროჯექტი
#zugdididaily