ოცნება 33%, ოპოზიცია 37% - IRI-ის კვლევა

0
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის IRI-ის კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 33% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა. გაერთიანებულ ოპოზიცია - ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა 16%-მა უჭერს მხარს. მესამე ადგილზე ევროპული საქართველო იმყოფება, პარტიას გამოკითხულთა 5%-ი უჭერს მხარს. მეოთხე და მეხუთე ადგილს 3-3%-ით ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი და პატრიოტთა ალიანსი იკავებენ. 2-2% აქვთ ლეიბორისტულ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, ლელოს და გირჩს. კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა 11%-მა, ხოლო 17%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას.
0