მოსახლეობაში ყველაზე მაღალი სანდოობით პატრიარქი სარგებლობს - IRI

0
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი ეროვნული მასშტაბის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე მეტის, 89%-ის კეთილგანწყობით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს, ყველაზე ნაკლების, 13%-ის კი პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ილია II-ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ს აქვს. კეთილგანწყობის მიხედვით პატრიარქის შემდეგ პროცენტულობა შემდეგია: ამირან გამყრელიძე 74% გიორგი გახარია 63% კახა კალაძე 57% დავით ბაქრაძე 53% შალვა ნათელაშვილი 42% ბიძინა ივანიშვილი 41% გრიგოლ ვაშაძე 41% გიორგი ვაშაძე 40% დავით უსუფაშვილი 37% ნიკა მელია 36% ალეკო ელისაშვილი 34% არჩილ თალაკვაძე 34% გიგი უგულავა 32% სალომე ზურაბიშვილი 32% ირაკლი ოქრუაშვილი 30% ირმა ინაშვილი 28% მამუკა ხაზარაძე 27% ნინო ბურჯანაძე 25% ეკა ბესელია 17% ბადრი ჯაფარიძე 14% ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 13% კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
0