#poetry
ვერსიები
თუ გიყვარს და მას არ უყვარხარ,
მარტო ხარ სამყაროს წინაშე
და უფლება გაქვს, ამ სამყაროს
ჭექა-ქუხილი უგზავნო;
თუ ვინმეს უყვარხარ
და შენ გულგრილი ხარ,
მარგინალი ხარ – განაპირებული
და სამყაროს დუმილი გაყრუებს;
თუ გიყვარს და მასაც უყვარხარ,
სამყაროსეულ სტიქიის ცენტრში ხართ -
ერთად ხართ და მხრებზე გაცვივათ
ღმერთისგან
ლოდები.
თემურ ჩხეტიანი