ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან, 4 არასრულწლოვანია

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული იმ პირებიდან, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, 4 არასრულწლოვანია. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 30 პირიდან მათთან 27 ადამიანი მკურნალობს. „27 პაციენტიდან 4 პირი არის 14 წლამდე ასაკის“, - აღნიშნა მან. ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტებიდან ტემპერატურა მხოლოდ 2 პირს აღენიშნება.
Tbilisi
#news
0