მესი რონალდინიოს დაეხმარება

ByM.m.m.Georgia
0
ბარსელონას ლიდერი, ლიონელ მესი, ყოფილი თანაგუნდელის, რონალდინიოს დასახმარებლად ადვოკატებს დაიქირავებს. შეგახსენებთ, ლეგენდარული ბრაზილიელი პარაგვაიში ყალბი დოკუმენტების გამო დააკავეს. ამჟამად ის პარაგვაის ციხეში რჩება. აღსანიშნავია, რომ ყოფილი თანაგუნდელის გადასარჩენად მესი 4 მილიონ ევროზე მეტის გადახდას აპირებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი პროკურორი ბრაზილიელის მიმართ ბრალის წარდგენას არ აპირებდა - წესით, ალტერნატიული სასჯელის სახით რონალდინიოს და მის ძმას ფულადი ჯარიმა უნდა გადაეხადათ, რის შემდეგაც ისინი სამშობლოში დაბრუნდებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ალტერნატიულ სასჯელზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც რონალდინიო ციხეში მოხვდა. ყოფილი ფეხბურთელი თავის ძმასთან ერთად სან-პაოლოდან პარაგვაიში ბრაზილიური პასპორტით გაემზავრა. როგორც თავად ამბობს, ადგილზე ჩასვლისას მას „საჩუქრად“ პარაგვაის პასპორტი გადასცეს, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, დოკუმენტის ნომრები სხვა ადამიანებზე ყოფილა დარეგისტრირებული.
#ფეხბურთი
#ბარსელონა
#მესი
#რონალდინიო
#სპორტი
#football
#sport
#Messi
#Ronaldinho
#Barcelona
#news
ByM.m.m.Georgia
0