პროტესტის ნიშნად, აშშ-ის ქალთა ნაკრები ამოტრიალებული მაისურებით გამოვიდა

ByM.m.m.Georgia
0
აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრები თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციისგან (USSF) ხელფასის მომატებას ითხოვენ. ქალი ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ მათ და მამაკაც მოთამაშეებს თანაბარი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა გუნდს აღნიშნული მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა, რის გამოც დისკრიმინაციის ბრალდებით ქალმა მოთამაშეებმა ფედერაციას სასამართლოში უჩივლეს. ამას ისიც დაემატა, რომ USSF-ის (ფედერაციის) პრეზიდენტმა, კარლოს კორდეირომ, განაცხადა, რომ ფეხბურთში ქალებს ნაკლები ძალისხმევა სჭირდებათ, ვიდრე მამაკაცებს. სწორედ ამიტომ, იაპონიასთან გამართულ შეხვედრაში ქალი ფეხბურთელები უკუღმა ჩაცმული მაისურებით გამოვიდნენ. ამ ქმედებით მათ ფედერაციის გერბი დამალეს, რომელიც მაისურის წინა მხარეს არის გამოსახული. CNN-ის ინფორმაციით, კორდეირომ თავისი სიტყვების გამო მოიბოდიშა და თანამდებობა უკვე დატოვა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ის 13 წლის განმავლობაში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა საფეხბურთო ნაკრები ქალბატონ კოლეგებს მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს. შეგახსენებთ, აშშ-ს ერთ-ერთი უძლიერესი ქალთა საფეხბურთო ნაკრები ჰყავს. ამ გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი 4-ჯერ მოიგო და ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.
#ფეხბურთი
#თანასწორობა
#აშშ
#USSF
#football
#equality
#news
#USA
ByM.m.m.Georgia
0