კორონავირუსი მეორე პაციენტსაც არ უდასტურდება

0
გუშინ COVID-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა საქართველოში, პირველი პაციენტის მსგავსად, კორონავირუსით დაინფიცირებულ მეორე პირსაც უარყოფითი შედეგი უჩვენა - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის სიტყვებს ნეტგზატეთი ციტირებს. მარინა ეზუგბაიას თქმით პაციენტი, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, გუშინ ჩატარებული ტესტიდან 24 საათიან ინტერვალში კორონავირუსზე განმეორებით შეამოწმებენ, რის შემდეგაც მისი გამოჯანმრთელების შესახებ საკითხი საბოლოოდ გახდება ცნობილი.
#politics
#news
#კორონავირუსი
#coronavirus
0