"არანაირი ეპიდემია არ არსებობს, აი ვის უნდოდა ახალი ვირუსის შემოგდება…” – ცნობილმა რუსმა ფსიქოთერაპე

0
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, ვის სჭირდება ეს საინფორმაციო პანდემია, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება, სინამდვილეში ხომ არანაირი ეპიდემია არ არსებობს. საქმე გვაქვს ჩვეულებრივ ვირუსთან, რომლის აფეთქებაც ხშირად ყოფილა, -ამის შესახებ რუსი ექიმი ფსიქოთერაპევტი ვიაჩესლავ ბოროვსკიხ ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, მედიის მოქმედება საინფორმაციო ტერორიზმს ჰგავს. "ჩვენ ვლაპარაკობთ 70 000 ინფიცირებულზე ჩინეთში – ქვეყანაში, სადაც მილიარდნახევარი ადამიანი ცხოვრობს. მხოლოდ სვერდლოვსკშია 40 ათასი დარეგისტრირებული შემთხვევაა სხვა სახის გრიპის. რატომ არ ვაწყობთ მსოფლიო მასშტაბის ისტერიკას? მომიტევეთ, მაგრამ მსოფლიოში გრიპის ვირუსით ყოველ წელს 650 000-მდე ადამიანი იღუპება. სად არის ამაზე ინფორმაციები? რატომ ამ ფაქტს არ ასაღებს მედია ყველაზე მთავარ ამბად? რატომ მხოლოდ ჩინური კორონავირუსი? სწორედ ეს მეჩვენება უცნაურად. მე, როგორც ფსიქოთერაპევტს, სწორედ ეს ასპექტი მაინტერესებს. ჩემი შეხედულებით, მიმდინარეობს კაცობრიობის ერთგვარი ტესტირება. ჩვენ გვტესტავენ. მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები თითქოს ვიღაცის მითითებით, ერთბაშად იწყებენ განგაშს ხან ღორის გრიპზე, ხან ფრინველის და ხან კორონავირუსზე. ადამიანები პანიკაში არიან, ეშინიათ, თავს იცავენ, შემდეგ მედია ჩერდება და საკითხი იხურება. რომ არ ყოფილიყო ინტერნეტი და ტელევიზია, ჩვენ წყნარად გავაგრძელებდით ცხოვრებას. დღეს მედიის მოქმედება საინფორმაციო ტერორიზმს უფრო ჰგავს. ჩვენ გამძლეობაზე გვცდიან და ჩვენი აღქმის ხარისხს აკვირდებიან“, -აცხადებს ექიმი. ფსიქთერაპევტი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე აღბეჭდილ სიტუაციას ზოგადად, საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობას ადარებს. „მიაქციეთ ყურადღება, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ერთი ახალგაზრდის წინააღმდეგ, რომელმაც ტრანსპორტში ცირკი მოაწყო. პირბადიანი ბიჭი უეცრად ძირს დავარდა კრუნჩხვებში. ხალხი დასახმარებლად მივარდა, მაგრამ ამ დროს ამ ახალგაზრდას ერთმა თანამზრახველმა დაიძახა, რომ ეს საშიში ვირუსია. ნახეთ ვიდეოზე რა მოხდა? ხალხი გარბოდა და ერთმანეთს თელავდა. აი ეს არის ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. ჩვენ გადავეჩვიეთ კრიტიკულ აზროვნებას, ვიღებთ ყველა ინფორმაციას, რაც ჩვენამდე მედიას მოაქვს, თითქოს ეს ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება იყოს. არანაირ კრიტიკულ შეფასებას არ ვაძლევთ. არ ვუფიქრდებით, საერთოდ რას წარმოადგენს ესა თუ ის მედიასაშუალება, ვინ არის ეს დიქტორი, ვინ მისცა მას ეს ინფორმაცია. დღეს მედიის ქმედება დემორალიზებას უფრო ემსახურება, იწვევს აგრესიას და ადამიანებს ერთმანეთს უპირისპირებს. მაგალითისთვის საკრუიზო ლაინერების ამბავიც კმარა, რომელსაც არცერთი პორტი არ იღებს, არავის აინტერესებს საბრალო ხალხი, როგორ არიან იქ. მე კარგად მახსოვს 1986 წლის 26 აპრილი, როცა ჩერნობილის ავარია მოხდა. ამხელა მასშტაბის კატასტროფა იყო, არათუ ეს კორონავირუსი, ხალხი დაიღუპა, დაავადდა და დღემდე იღუპებიან, მაგრამ იმის გამო, რომ მედიამ პანიკა არ დათესა, შენარჩუნდა ფსიქიურად ჯანსაღი საზოგადოება. დღევანდელი მედია კი, მილიონობით ადამიანის ფსიქიკით მანიპულირებს. მსოფლიო ისეთი მოწყვლადი გახდა, რომ ერთ ინფორმაციას, რომელსაც ერთდროულად ყველა ქვეყნის მედია გააჟღერებს, საინფორმაციო მიწისძვრის გამოწვევა შეუძლია. ვის სჭირდება ეს? ვნახოთ, ვის ეკუთვნის საინფორმაციო საშუალებები. მსოფლიო გლობალიზაციის გზით მიდის. ვიღაცას სჭირდება, რომ ადამიანები ინფორმაციასთან მიმართებაში მშიშრები, მორჩილები და ქაოტურები გახდნენ. სწორედ ამ ტენდენციას ვაკვირდებით და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება ფსიქიკაზე. ჩვენ ტოტალურ ნევროზულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ამის მიზეზი მედიაა. ამიტომ, ძალიან ხშირად ჩემს პაციენტებს ვურჩევ, გამორთონ ტელევიზორი და არასდროს უყურონ მას, „გადააგდონ“ საინფორმაციო ნარკოტიკი. პირადად ჩემთვის მთავარია ჩემი ოჯახი, ჩემი საქმე, ჩემი პაციენტები და ჩემი სული, რომელიც ღმერთამდე დაუზიანებელი უნდა მივიტანო. ადამიანს არ სჭირდება ცოდნა, სად რა კატასტროფა მოხდა და სად რამდენი ადამიანი დაიღუპა. ეს უსაფრთხო არ არის. ადამიანის ტვინი ვერ იტევს ამდენ ნეგატივს და ინფორმაციული ნევროზის მსხვერპლი ხდება. ტვინს უნდა ჰქონდეს დრო, გადაამუშაოს ესა თუ ის ინფორმაცია, გაიაზროს, გამოიტანოს დასკვნები და ამის მიხედვით იმოქმედოს“, -ამბობს ექიმი.
#news
0