IT სპეციალისტთა გუნდი - SCSA

0
რა არის SCSA??? SCSA ანუ Scientific Cyber Security Association კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებისგან შემდგარი გუნდია, რომელიც ემსახურება კიბერ უსაფრთხოების სამეცნიერო და პრაქტიკული მიმართულებების შემუშავებას, IT სფეროს განვითარებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე? მათ აქვთ შესაბამისი კურსები რომლებსაც სპეციალისტები გასწავლიან? SCSA ასევე ასწავლის სკოლის მოსწავლეებსაც და აქვთ საკვირაო კიბერ უსაფრთხოების სკოლა. აგრეთვე, ყოველ ზაფხულს ასოციაციის მიერ ტარდება კიბერ უსაფრთხოების ბანაკები. SCSA - ს პროექტებში ასევე არის ერთწლიანი კიბერ უსაფრთხოების სპეციალიზაცია. მათი მთავარი მიზნებია?: * ახალი კიბერუსაფრთხოების პროდუქტების შემუშავება * არსებული პროდუქციის შეფასება და ანალიზი და რეკომენდაციების მიწოდება * კიბერუსაფრთხოების სისტემების დამკვიდრება და სამომავლო განვითარება უნივერსიტეტებში და სკოლებში * კიბერუსაფრთხოების ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება * სამეცნიერო და პრაქტიკული კიბერუსაფრთხოების კონფერენციების ორგანიზება * სამეცნიერო პრაქტიკული კიბერუსაფრთხოების ჟურნალის შემუშავებაზე მუშაობა ასოციაცია აქტიურად ატარებს შეღწევადობის ტესტირებას და კრიპტოანალიზს. დამწყებ პროგრამისტებს გირჩევთ მათთან სწავლას. კურსის დამთავრების შემდეგ თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ და საკმაოდ დიდ ცოდნას მათი საიტი – https://scsa.ge/ მათი გვერდი – https://www.facebook.com/cyberassociation/ წარმატებებს ვუსურვებთ Scientific Cyber Security Associationს და მადლობას ვუხდით ასეთი კარგი საქმის კეთებისთვის. დღევანდელობაში IT სფერო ყველაზე მნიშვნელოვანია??
0