3 votes
0 comments
0 shares
Save
28 views
Mari Burduli
Bakuriani · 4 months ago
#art #ბორჯომი
Mari Burduli
Bakuriani · 4 months ago
Similar Posts
TV Imedi
Tbilisi · 3 weeks ago
ბორჯომში საზაფხულო სეზონი გაიხსნა
ბორჯომში საზაფხულო სეზონი გაიხსნა
ბორჯომში საზაფხულო სეზონი გაიხსნა
ბორჯომში საზაფხულო სეზონი გაიხსნა
თათია მამასახლისი
Akhaldaba · 2 months ago
#ბორჯომი #ახალდაბა #გაზაფხული
Giorgi Oganesiani
Borjomi · 3 months ago
ტიმოთეს უბანი - ბორჯომი
ბორჯომის რაიონში მდინარე გუჯარეთისწყლის მარჯვენა მხარეს, გვირგვინის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშენებულია სოფელი ტიმოთესუბანი(კიმოთესუბანი). სოფელში შემონახულია XI-XVII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი , დიდი სამონასტრო კომპლექსი , რომლის მთავარი ნეგაბობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII სს. მიჯნა). ტაძრის მხატვრობა შესრულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იან წლებში. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. თორი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხე იყო. გეოგრაფიულად იგი მოიცავდა ახლანდელ ბორჯომის მუნიციპალიტეტს. ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 18 კმ-ის მოშორებით, მდინარე თორისწყლის (ამჟამად გუჯარეთისწყალი) მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ტიმოთესუბანში, მდებარეობს ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი. ამ ადგილას ძველი მონასტრის ნანგრევებზე, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შალვა ახალციხელმა ააგო ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.#ტიმოთესუბანი #შალვაახალციხელი #თორი #ბორჯომი #ისტორია Borjomi
Giorgi Oganesiani
Borjomi · 3 months ago
ბორჯომში გარე-ვაჭრობა შეიზღუდა
დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მერის მოვალეობის შემსრულებლის დავალებით, ქალაქის ცენტრში გარე-ვაჭრობა შეიზღუდა. გარე-მოვაჭრეებს მიეცათ მითითება საქმიანობა განახორციელონ მათთვის განკუთვნილ ჯიხურებში და აღარ დაიკავონ აქამდე უნებართვოდ ათვისებული მიმდებარე სავალი ნაწილი, მათ კი ვისაც სავაჭრო ჯიხურები არ აქვთ საქმიანობას გაგრძელება ცენტრალურ აგრარულ ბაზარში მოუწევთ. ქალაქის ცენტრალური ქუჩები ასევე განთავისუფლდა ამორტიზირებული ტრანსპორტისა და სხვადასხვა კონსტრუქციებისგან. აღნიშნული ტერიტორია კი დასუფთავების სამსახურმა მოაწესრიგა. მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ზაალიშვილის თქმით, უნებართვო გარევაჭრობაზე მონიტორინგი ყოველდღიურად განხორციელდება, ბორჯომის დასუფთავება-კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ასევე ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ მერიის შეზღუდვები გასულ წლებშიც არაერთხელ განხორციელებულა. თუმცა, უნებართვო გარე-ვაჭრობა ქალაქში დღემდე მიმდინარეობდა. #news #გარევაჭრობა #ბორჯომი Borjomi
Giorgi Oganesiani
Borjomi · 3 months ago
ბორჯომში მრავალბინიან კორპუსებს დეზინფექცია უტარდება
ბორჯომის მერიის ინიციატივით, ბორჯომში არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარებით დამუშავდა კორპუსების სადარბაზოები და გარე სივრცეები. ღონისძიებები ჩატარდა ასევე ბორჯომში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელ კორპუსებში.#ბორჯომი #მერია #დეზინფექცია Borjomi
Giorgi Oganesiani
Borjomi · 3 months ago
დაცარიელებული ბორჯომის პარკი
ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში უჩვეულო სიჩუმეა. აქ ვერც ტურისტს და ვეღარც ადგილობრივს შეხვდებით. პარკის ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას. ცნობისთვის, სამი დღის წინ, ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. #coronavirus #ბორჯომი #პარკი #news Borjomi
Giorgi Oganesiani
Borjomi · 3 months ago
ბორჯომში ერთმა პირმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია
ბორჯომში მოქალაქე, რომელიც 16 მარტს, მეზობელი ქვეყნიდან დაბრუნდა, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის დააკევეს. პირი მოქალაქეების მითხოვნის საფუძველზე დააკავეს და საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მას კორონა ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა.#coronavirus #თვითიზოლაცია #ბორჯომი Borjomi
Giorgi Oganesiani
Borjomi · 3 months ago
ჩაიკოვსკის ძეგლი ბორჯომის ცენტრში
მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი ძალზედ შეყვარებული ყოფილა ბორჯომზე. ჩაიკოვსკი ბორჯომს 13 ივნისიდან, 18 ივლისამდე, 1887 წელს, ძმასთან - ანატოლისთან ერთად სტუმრობდა. ბორჯომიდან დაბრუნებულს შემდეგი რამ დაუწერია: "ჩემი აზით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში" ამ ცნობილი სიტყვების შემდეგ ბორჯომში პეტრე ჩაიკოვსკის "თით-აწეული" ძეგლი წლებია, ქალაქის ცენტრში, უცვლელ ადგილს იკავებს.#ჩაიკოვსკი #ბორჯომი Borjomi
ბაქარ შირაძე
Bakuriani · 2 weeks ago
არის თუ არა დამოუკიდებელი თვითმმართველობები.
#ევროპულისაქართველო #ბორჯომითუნდაც ერთი პრობლემა ავიღოთ ბაკურიანის მოსახლეობის დიდი პრობლემაა მიწების რეგისტრაცია,ინდეტურობები.ესეც ხომ ხელოვნურად შეჩერებულია აქ ნამდვილად მუნიციპალიტეტის ბრალეულობა არ არიის ცენტრალური ხელისუფლებიდან არის შეჩერებული,სრულიად კანონიერ მიწებზეა აქ საუბარი