ქრინიკები თბილისის ბაზრობიდან.

0
ჩვენი ოჯახი ალბათ იმ უმცირესობას მიეკუთვნება, რომელსაც არაფერი არ მოუმარაგებია (პატარა ბავშვები არ გვყავს და სიმშილი რომც დადგეს, წევრების უმრავლესობისთვის პირიქით სასარგებლოც იქნება ?). მოკლედ, დღეს ვიყავით ბაზარში. იქ ხომ ყველაზე კარგად ჩანს ხალხის განწყობა. ბოსტნეულის გამყიდველმა ერთით კარგიაო, ხალხმა რესტორნებში სიარულს მოუკლო და სახლში დაიწყო საჭმლის გაკეთებაო, მეც მგონი მაგათ რიცხვს მიმაკუთვნა, სულით და გულით მლოცა და ისიც დამარიგა რომ ყველაფერი ნატურალურიაო და ესე გავაგრძელო. ბურღულეულის გამყიდველს გაუკვირდა ესე ცოტა რაოდენობა რომ ვიყიდე. ხალხი იმდენს ყიდულობსო, რას ელოდებიან არ ვიციო და მაგანაც დამამშვიდა ყველაფერი საკმარისია და ყველას გვეყოფაო? მოკლედ რომ ვთქვა, ბაზარში სიმშვიდეა, პროდუქტი საკმარისია, საპანიკოც არაფერია. უბრალოდ თავდაცვის მიზნით მე ხელთათმანები მეკეთა, რომელიც მანქანაში ჩაჯდომისას გადავაგდე და მერე ხელები სტერილიზატორის დავიმუშავე.
0