"ვირუსიანობის" ჟამს საკითხავი

0
იმუნიტეტი ✅ ხშირად გესმით ფრაზა -"ალბათ ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდაო" ?‍♀️ რას ნიშნავს ეს და რა არის იმუნიტეტი?? ?️იმუნიტეტი არის ადამიანის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა. იმუნიტეტი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილ იმუნიტეტს ადამიანის ორგანიზმი მშობლებისგან მემკვიდრეობით ღებულობს. შეძენილი კი, რომელიმე ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ გამოუმუშავდება. იგი ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში ინახება. როგორ გავხადოთ ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერი და რა აძლიერებს მას ? ? ?️იმუნიტეტს ყველაზე საიმედოდ იცავს არა წამალი, არამედ ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ?სწორად იკვებეთ იმუნიტეტისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა A, C და E ვიტამინები, რკინა და თუთია ?‍♀️ბევრი ისეირნეთ ჰაერზე ?გამოიძინეთ ❌უარი თქვით მავნე ჩვევებზე, თავი აარიდეთ სტრესებს. ?გაცივების სეზონში შეიძლება მიიღოთ პოლივიტამინები, სხვადასხვა მცენარეებზე დამზადებული საშუალებები. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ვარჯიში ? ძლიერს და ბრძოლისუნარიანს ხდის ჩვენს იმუნიტეტს ყველა ავადმყოფობის წინაშე გისურვებთ ჯანმრთელობას და ძლიერ იმუნიტეტს ?
0