Wizz Air ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

0
კორონავირუსის გამო Wizz Air საქართველოდან ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. შეზღუდვა 16 მარტიდან 3 აპრილამდე გაგრძელდება. კომპანიის განცხადებით, მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხოთ და დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები, მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის კი მათ ურჩევენ დარეკონ ნომერზე: 0706 777 483 ხოლო იმ მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ აღნიშნულ ქვეყნებში და ფრენების გაუქმების გამო უკან დაბრუნების პრობლემა შეექმნათ, კომპანია მოუწოდებს, რომ საკონსულოებს მიმართონ და ისინი მიაწვდიან ინფორმაციას ალტერნატიულ მარშრუტებზე. აღნიშნული ქვეყნების გარდა, Wizz Air-მა საქართველოდან ფრენები შეაჩერა იტალიისა და პოლონეთის მიმართულებით. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
coronavirus
#wizzair
0