Wizz Air ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

0
კორონავირუსის გამო Wizz Air საქართველოდან ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. შეზღუდვა 16 მარტიდან 3 აპრილამდე გაგრძელდება. კომპანიის განცხადებით, მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხოთ და დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები, მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის კი მათ ურჩევენ დარეკონ ნომერზე: 0706 777 483.
#news
#coronavirus
#coronaviruslive
#wizzair
Georgia
0