ომში ტყვედ ჩავარდნილ მეომრებს როგორ ექცევიან ეს ყველამ ვიცით. მაგრამ ნახეთ გურულები როგორ ექცეოდნენ ნასაკირალის ბრძოლის შემდეგ ტყვედ ჩავარდნილ კაზაკებს. ტყვეებს გურულები როგორც სტუმარს ისე ექცეოდნენ - "ბრძოლაში ჩვენ დანდობა არ ვიცით მარა როცა ცოცხალი ტყვეები ჩაგივარდება კაცს ხელში, სულგრძელობა უნდა გამოიჩინო წესიერად მოეპყრო და გაათავისოფლო" - ამბობდნენ გურულები. გურულები ტყვეებს ასმევდნენ და აჭმევდნენ ზოგიერთ მათგანს ტანსაცმელსაც აძლევდნენ , ერთი გათავისუფლებული კაზაკი გაკვირვებული იძახდა - "ღმერთო ჩემო თურმე რა კარგი ხალხი ყოფილა ჩვენ კი მათ ვლანძღავდით". ერთი რუსი ოფიცერი რომელიც გურიის ასაოხრებლად ჩამოვიდა ამბობს, რომ გლეხები მათ კარგად ეპყრობოდნენ, ეს ოფიცერი ცუდად გახდა და გურულებმა მოუარეს, გამოჯანმრთელების მერე თქვა - "ამ ჩემმა მტერმა დამიპყო მე სიყვარულით, რომელიც ცხოვრების მთავარი ძალა და მამოძრავებელიაო.