1 votes
0 comments
0 shares
Save
46 views
დემურ გიორგაძე
Gogni · 4 months ago
#photo
დემურ გიორგაძე
Gogni · 4 months ago
Similar Posts
For Health
Tbilisi · 6 days ago
რომელი ვიტამინია აუცილებელი მხედველობისთვის?
ჩვენი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვიტამინები. ვიტამინები, რომლებიც აუმჯობესებს და აძლიერებს მხედველობას: A ვიტამინი А ვიტამინი დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, კერძოდ აუმჯობესებს ღამის მხედველობას. ის ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან საშენ მასალს როდოფსინის-მხედველობის პურპურისათვის, რომელიც გარდაქმნის სინათლის ენერგიას ელექტრულ იმპულსებად. Аვიტამინი ხლს უწყობს ჰემერალოპიის -"ქათმის სიბრმავის" პრევენციას. А ვიტამინის ძირითად წყაროს წარმოადგენს სტაფილო, მწვანე ბოსტნეული, პომიდორი, მანგო, გარგარი. 1 ჭიქა სტაფილოს წვენი რამოდენიმე წვეთი მცენარეული ზეთით უზრუნველყოფს А ვიტამინის დღიურ ნორმას. მცენარეული ზეთის წვეთი მნიშვნელოვანია, რადგანაც А ვიტამინი ორგანიზმში შეიწოვება მხოლოდ ცხიმთან კომბინაციაში. B1,B2, B12 ვიტამინი ამ ჯგუფის ვიტამინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხედველობისთვის. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა თვალის სინათლისადმი მგრძნობელობის გასაუმჯობესებლად. ამ ვიტამინებს თქვენ შეხვდებით ხორცში, პარკოსნებში, ნიგოზში, კარტოფილში, საფუარში, კვერცხში, რძეში, ბროკოლში და შინაური ფრინველის ხორცში. დღეში 1-2 ჭიქა რძე დაგიკმაყოფილებთ მოცემული ვიტამინების მოთხოვნილებას.###news ###health ###forhealth ###vitamins ###eyes ###healthylife ###healthyfood ###photoTbilisi
დემურ გიორგაძე
Gogni · 4 months ago
#photo
Mariam Lebanidze
Tbilisi · 5 days ago
#photo
Mariam Chabrava
Tbilisi · 3 days ago
რა იცით კრისტოფერ ნოლანზე?
📌კრისტოფერ ჯონათან ჯეიმზ ნოლანი (დ. 30 ივლისი, 1970) — ბრიტანელ-ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი 📌კრისტოფერ ნოლანი დაიბადა ლონდონში 1970 წლის 30 ივლისს. მამამისი სარეკლამო საქმით დაკავებული ინგლისელი იყო, დედამისი კი ამერიკელი სტიუარდესა. მან ბავშვობა გაატარა ლონდონსა და ჩიკაგოში. შვიდი წლის ასაკში ის დაინტერესდა კინემატოგრაფიით, როდესაც იპოვა მამამისის Super 8 კამერა. მან დაიწყო სამხედრო ფილმების გადაღება უფროს ძმასთან, მეტთან ერთად სათამაშო ჯარისკაცების გამოყენებით. 📌ნოლანმა განათლება მიიღო ჰაილიბერის კოლეჯში, ჰერთფორდშირი, ინგლისი და შემდეგ სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში პარალელურად ის მუშაობდა რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმზე კოლეჯის კინოსაზოგადოებასთან ერთად. მისი პირველი ფილმი, ტარანტელა ნაჩვენები იქნა 1989 წელს Image Union-ზე, PBS-ის სატელევიზიო გადაცემაში. მეორე მოკლემეტრაჟიანი სურათი, ქურდობა კი კემბრიჯის კინოფესტივალზე 1996 წელს. ნოლანს ასევე ეკუთვნის მოკლემეტრაჟიანი სურათი Doodlebug (1997). ქურდობასა და Doodlebug-ში თამაშობდა ჯერემი თეობალდი, რომელმაც შემდეგ განასახიერა მთავარი გმირი კრისტოფერ ნოლანის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში, დევნა. 📌სარეჟისორო კარიერა დაიწყო ფილმით „დევნა“ 1998 წელს. მას მოჰყვა ფსიქოლოგიური თრილერი „მემენტო“, რისთვისაც მან ოსკარზე ნომინაცია მოიპოვა საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. 2002-2006 წლებში გამოვიდა კრისტოფერის ფილმები, „ინსომნია“,„ბეტმენი: დასაწყისი“ და „პრესტიჟი“. ნოლანის შემდეგი ბლოკბასტერის, „ბნელი რაინდის“ შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა და წლის ყველაზე შემოსავლიანი სურათი გახდა. 2010 წელს მან კიდევ ერთი ფილმი გადაიღო Warner Bros.-ისთვის. „დასაწყისი“ მისი პირველი და ერთადერთი ფილმია, რომელმაც ნომინაცია მოიპოვა ოსკარზე საუკეთესო სურათისთვის, თუმცა მოულოდნელად კრისტოფერ ნოლანი ვერ მოხვდა ნომინანტ რეჟისორთა სიაში. 2012 წლის 16 ივლისს, ნოლანის რეჟისორობით, გამოვიდა ბეტმენის მესამე და დასკვნითი ნაწილი, „ბნელი რაინდი: აღზევება“. 📌კრისტოფერი არის ცაცია და დალტონიკი, რომელიც ვერ არჩევს წითელსა და მწვანეს.მას აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისა დაგაერთიანებული სამეფოს ორმაგი მოქალაქეობა. როგორც ნოლანმა განაცხადა, მას არ აქვს მობილური ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა, რაც მეტ დროს აძლევს ფიქრისთვის.#news #opinion #goodevening #photoTbilisi
თეა დვალაშვილი
Tbilisi · 1 week ago
თათუკები
#ფოტოგრაფი @თეა_დვალაშვილი#photographer @tea_dvalashvili#tbilisi #georgia #საქართველო #თბილისი #photographer #photoshoot #photo #cat #photography #ხელოვნება
Mariam Chabrava
Tbilisi · 2 days ago
Beauty with makeup
#news #opinion #makeup #beauty #photoTbilisi
+2
Mariam Chabrava
Tbilisi · 3 weeks ago
გია სურამელაშვილი დააკავეს
გუშინ პროდიუსერ ჯიმი მაქაცარიას დაბადების დღე აღნიშნეს, წვეულებას შოუბიზნესის წარმომადგენლები ეკა კვალიაშვილი, გია სურამელაშვილი, გიორგი მასხულია, ზალიკო ბერგერი სოსო კავკავაშვილი, ნატა გულიაშვილი და სხვები სწრებოდნენ. წვეულების დასრულების შემდეგ როგოც ცნობილი ხდება მომღერალ გია სურამელაშვილს და კიდევ ერთ პირს პატრულთან შელაპარაკება მოუვიდათ რის გამოც ისინი დააკავეს…#ახალიამბები #news #opinion #photoTbilisi
Sophia Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
#goodplaces #photo #jgali
Nano Sport
Oktomberi · 1 month ago
"ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო 28 წლის გახდა 🎉❤ ხედავთ ბარსაში კოუტინიოს მომავალს? #news #events #opinion #photo #sport
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 3 months ago
დაწყევლილი ნახატები
შეიძლება თუ არა ბნელი და იდუმალი ძალების არსებობა მხატვრების ნამუშევრებში? „ჩემს ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი,მზე ჩადიოდა,უეცრად ცა სისხლისფრად აელვარდა,ლურჯსა და შავ ფერებში გახვეული ფიორი და ქალაქი სისხლის ალში გახვეულიყო,და შევიგრძენი ბუნების უსასრულო კივილი“ -ედუარდ მუნკი 1892 წელი მუნკის ნახატებში იგრძნობოდა გარკვეული განცდა სიკვდილის მოახლოების,ეს არის არაჩვეულებრივი მღელვარება - ექსპრესიულობა,რაც მუნკის ხელოვნებისთვის არის დამახასიათებელი. საინტერესოა ლეგენდები და იდუმალი მოვლენები რომლებიც ნახატს უკავშირდება,მისი ფასი 70 მილიონ დოლარს შეადგენდა და ის ბევრი კოლექციონერის ოცნება იყო,თუმცა ამასთან ერთად არსებობდა ერთი გარემოება,ამბობდნენ რომ ეს ნახატი შურისმაძიებელი იყო. მაგალითად მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელი,რომელსაც სურათი შემთხვევით დაუვარდა,რის შემდეგაც თავის ტკივილით იქამდე იტანჯებოდა,ვიდრე სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაასრულა. ცოტახნის შემდეგ ისევ იგივე შემთხვევა მოხდა, მუზეუმის თანამშრომელს სურათი შემთხვევით დაუვარდა და რამდენიმე დღეში საშინელი ავარიის შედეგად რეანიმაციაში მოხვდა. მუზეუმის დამთვალიერებელი,რომელიც ნახატს ხელით შეეხო ძალიან მალე ხანძარში დაიღუპა. კივილის ამგვარ ზემოქმედებას მისტიკის მოყვარულები მხატვრის მძიმე და სტრესებით სავსე ცხოვრებას უკავშირებენ. მუნკი ხუთი წლის იყო როდესაც დედა ტუბერკულიოზით გარდაეცვალა,და მოულოცნელად დაეღუპა როდესაც ის თოთხმეტი წლის იყო,მას მალევე ძმა და კიდევ ერთი შიზოფრენიით დაავადებული და გარდაეცვალა,თვად მხატვარი კი დეპრესიით იტანჯებოდა. კიდევ ერთი იდუმალებით მოცული ნამუშევარი ესპანელ მხატვარ ჯოვანი ბრაგონის ეკუთვნის,მას სურდა დაეხატა მტირალა ბიჭუნა და ამისათვის მან საკუთარი შვილი დაიხმარა. მხატვარს რეალისტური სურათის შექმნა სურდა,ბიჭს კი ძალით ტირილი არ შეეძლო, მხატვარმა იცოდა,რომ მის შვილს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის,ამიტომ ჯოვანი ბავშვს საესთან ახლოს ცეცხლს უნთებდა,მანამ სანამ ბავშვს ტირილამდე არ მიიყვანდა,მხატვრისთვის ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა,ვიდრე საკუთარი შვილის ნერვები,ეს ყველაფერი ტილოს დასრულებამდე გაგრძელდა,ერთხელ ისტერიკამდე მისულმა ბიჭუნამ ვეღარ მოითბინა და იყვირა - „თავადაც დამწვარხარ“. ორი კვირის შემდეგ ბიჭუნა პნევმონიით გარდაიცვალა,მამა კი საკუთარ სახლში გაჩენილი ცეცხლის დროს დაიღუპა... ნახატი გადარჩა... ეს ამ სურათის ირგვლივ მომხდარი მისტიური მოვლენების მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა... ინგლისში,1985 წელს ნახატის ირგვლივ ძალიან ბევრი ჭორი ტრიალებდა,თითქმის აღარავის სჯეროდა დამთხვევების,ინგლისში,ყველა სახლში სადაც „მტირალა ბიჭუნა“ ს რეპროდუქციები ჰქონდათ,ყველა სახლში ხანძარი ჩნდებოდა... იყო მსხვერპლიც... ზოგიერთი იხსენებდა რომ მათი საკუთრებიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნახატი გადარჩა,რომელზეც გამოსახული იყო მტირალა ბიჭი,ამას უბრალო და სულელურ დამთხვევად ჩათვლიდნენ,რომ არა ის ფაქტი რომ ნახატის ირგვლივ ყველაფერი ნადგურდებოდა,ნახატი კი დაუზიანებელი რჩებოდა,მალე მისი შეძენა საერთოდ აიკრძალა,ორიგინალი კი დღემდე დაკარგულად ითვლება... ბილ სტოუნჰემის ნახატი „ხელები მას ეწინააღმდეგება“ ასევე დაწყევლილ ნახატად ითვლება,სურეალისტი მხატვარი 1941 წელს ბოსტონში დაიბადა,ის ჩვეულებრივი მხატვარი იქნებოდა,რომ არა მისი ერთი ნახატი,მხატვარმა ის 1972 წელსდახატა ძველი ფოტოს მიხედვით დახატა,რომელზეც თითონ თავის პატარა დასთან ერთად მშობლიურ სახლთან დგას,იგი უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა და დაუცველობის შეგრძნებაც ყოველთვის თან ახლდა,ნახატზე ბიჭი გაურკვეველი სახის ნაკვთებით და თოჯინა ცოცხალი გოგოს სიმაღლით თითქოსდა გაიყინენ მინის კართან,რომელსაც შიგნით პატარა ბავშვის ნათითურები ეტყობა,სურათს უამრავი შემზარავი ისტორია უკავშირდება,პირველად ნახატი „ლოს ანჯელეს თაიმსის“ დირექტორმა და ხელოვნების დიდმა მოყვარულმა ნახა,რომელიც მალე დაიღუპა,ამის შემდეგ ნახატი შეიძინა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მარლიმ,რომელიც ცოტახანში ასევე დაიღუპა,სწორედ აქედან იწყება მითები... დიდი ხნის განმავლობაში ნახატი დაკარგულად ითვლებოდა,მაგრამ შემდეგ ის ნაგავსაყრელზე იპოვეს,ოჯახმა რომელმაც ის იპოვა ნახატი სახლში მიიიტანა და შვილის ოთახში დაკიდა,პირველივე ღამეს გოგონა ტირილით მივიდა მშობლებთან და შესჩივლა,რომ ნახატზე ბავშვები ჩხუბობდნენ და ადგილმდებარეობას იცვლიდნენ,ოთახში კამერა დააყენეს რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა,იგი ღამე რამდენიმეჯერ ამოქმედდა... ფაქტია რომ ნახატები გარკვეულ ენერგეტიკას ატარებენ და ადამიანის ფსიქიკაზეც ზემოქმედებენ,შეგიძლიათ დაიჯეროთ ზემოთ მოცემული ფაქტები,შეგიძლიათ არა,მაგრამ როგორც იტყვიან „ერთხელ შემთხვევაა,ორჯერ დამთხვევა,ხოლო მესამეჯერ უკვე კანონზომიერება“ #art #events #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #opinion #news #politics #goodplaces #gaming