ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეებიო და მეც დავფიქრდი, რა შეიძლება იყოს კორონას დადებითი მხარემეთქი და სხვათაშორის არც ისე ცოტა აღმოჩნდა?
1. ჰიგიენა;
2. კოცნა-გადახვევის მოსპობა;
3. ქართული მისალმების პოპულარიზაცია;
4. დისტანციურ რეჟიმში მუშაობა-სწავლის დატესტვა;
5. რაღაცების გადაფასებ-გადმოფასება;
6. ეს დღეები ვაკვირდები ფეისბუქ გვერდს და ხალხმა რეალურად დრო გამონახა ცხობისთვის, ჰობებისთვის (ლოკალური ერთფეროვნების ხარჯზე, გზაში დრო აღარ ეკარგებათ), ბევრად სწორად მიმართული მობილიზება იგრძნობა და ცოტა არ იყოს იზოლაციის დადბით ეფექტს ქმნის;
7. მგონი უფრო დავაფასებთ ჩვეულ რაჟიმს ამ ყოველივეს შემდეგ;
8. ჩემთვის პირადად ერთი დიდი დადებით მხარე არის ის, რომ ჩემს ოჯახთან ვარ, როცა წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ მიწევს ხოლმე ჩამოსვლა. ?
თქვენთვის რა სარგებლობა მოაქვს კორონას??