ზუგდიდში გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში, გვიან ღამით ურთიერთშელაპარაკების ფონზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების თქმით, მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ეჭვმიტანილი სამძებრო სამუშაოების მეშვეობით ცხელ კვალზე იქნა აყვანილი.
#ზუგდიდი
#ინციდენტი
#დაჭრა
#პოლიცია
#ინციდენტიზუგდიდიში
#zugdididaily