უფასო პროდუქტი ბავშვებს

0
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის ახალი ინიციატივა გააჟღერა და აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების დროს აღსაზრდელთა კვებისთვის უნდა გამოყენებულიყო, ისევ პატარებს მოხმარდება. თბილისის მერის განცხადებით, პროდუქტები დაფასოვდება და გადაეცემა ბავშვების მშობლებს. მისივე ინფორმაციით, პაკეტების გაცემა დაიწყება ხუთშაბათს და განხორციელდება ორ კვირაში ერთხელ, პროცესში კი ჩართულნი იქნებიან მოხალისეები. , , ბაგა-ბაღების შეჩერება, შესაძლოა, მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბევრ მშობელს შეიძლება სამუშაოს თვალსაზრისით ჰქონდეს გარკვეული შეფერხებები. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გადავწყვიტეთ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე ის არამალფულჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს. პროდუქციის ჩამონათვალი შეთამხმებულია ნუტრიციოლოგისტებთან“, – განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, გასულ დღეებში თბილისის მერიამ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილი საკვები გაატანოს სახლში, ამ ყველაფერში კი ჩართულნი იქნებიან მოხალისეები
#თბილისისმერია
#კახაკალაძე
#პროდუქტები
#ბაგაბაღი
#tbilisidaily
0