0
3 წლის წინ, ვფიქრობ მივიღე სწორი გადაწყვეტილება ჩემს მეგობრებთან ერთად, ამეშენებინა რეგიონალური დანიშნულების მქონე ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი, კლინიკა "ლჯ და კომპანია", რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. მიზანი იყო ის, რომ ქუთაისში არსებული ინფექციური საავადმყოფო ყოფილიყო მნიშვნელოვანი პლატფორმა სამედიცინო სფეროში. პროექტი განვსაზღვრეთ და ავაშენეთ ისე, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულიყო, სხვადასხვა, ინფექციების მატარებელი პაციენტები. შენობის კონსტრუქციამ, მაღალტექნოლოგიურმა აპარატურამ, პროფესიონალი მედ-პერსონალით დაკომპელექტებულმა გუნდმა, დღეს საშუალება მოგვცა გავმკლავებოდით ისეთ დიდ გამოწვევას, რომელსაც მსოფლიო ებრძვის. დღეს ამაყი ვარ, რომ ქუთაისი უარს არ ამბობს ამ გამოწვევაზე, რისთვისაც მადლობას ვუხდი კლინიკის თითოეულ თანამშრომელს, დაუღალავი შრომისთვის, გათენებული ღამეებისთვის, პაციენტების მზრუნველობისთვისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის!.. ამაყი ვარ იმით, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ.
0