საპატრიარქოს გადაწყვეტილება ზიარების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით

0
საქართველოს საპატრიარქო დასაშვებად მიიჩნევს, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (, , სიტკბოების“) მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მოხდეს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. , , დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (, , სიტკბოების") მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთისმყოფობისა, აქ აღსრულებული ლიტურგია კი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურებაა დედამიწაზე", — წერია განცხადებაში. საპატრიარქო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ჰიგიენის ნორმები, გამოიყენონ ნაკურთხი წყალი როგორც დასალევად, ასევე საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილების საპკურებლად. განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ვიდრე ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12 სთ-ზე, ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები, მრევლმა კი ერთად ილოცოს.
#საპატრიარქო
#ილიამეორე
#ზიარება
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0