ინტერი მადრიდის რეალთან დანაკლისით ითამაშებს!

0
ინტერის მცველი ალექსანდერ კოლაროვმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო. ვეტერანი ფეხბურთელი ინტერს მომავალ შეხვედრებში ვერ დაეხმარება სანამ რეგულაციის მიხედვით თვითიზოლაციის ვადა არ გავა.
35 წლის ფეხბურთელს მოუწევს, რომ სერია ა ში ტორინოსთან შეხვედრა გამოტოვოს. ჩემპიონთა ლიგაზე კოლაროვს მოუწევს, რომ მადრიდის რეალთან გასამართ შეხვედრას სახლიდან უყუროს, რაც ინტერისთვის საკმაოდ პრობლემატური საკითხია, რადგან კოლაროვი ინტერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თავის მხრივ პრობლემები, არც მადრიდელებს აკლიათ. რეალის დაცვის ცენტრის პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელი ან ტრამვირებულია ან დაინფიცირებული. საუბარია სერხიო რამოსზე, რაფალე ვარანზე, ედერ გაბრიელ მილიტაოზე და ნაჩო მონრეალზე. როგორც ვხედავ ორივე გუნდს საკმაოდ რთული პრობლემები აქვთ, რაც პრინციპულ შეხვედრაში დაძაბულობას ზრდის!
0