Მძარცველებმა 5 მილიონის "ეფლის" პროდუქცია მოიპარეს

0
დიდ ბრიტანეთში მძარცველებმა ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების „ეფლის“ პროდუქცია მოიპარეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, მძარცველები მოძრავ სატვირთო ავტომობილს დაესხნენ თავს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლმა და დაცვის თანამშრომელმა მცირე დაზიანება მიიღეს. გამომძიებლების განცხადებით, ძარცვის შედეგად „ეფლის“ პროდუქცია, მათ შორის საათები, iPhone 11s, Air Pods, iPad, დამტენები და ყურსასმენებია წაღებული.
სამართალდამცავების თქმით, ჯერჯერობით უცნობია რამდენი პირი მონაწილეობდა თავდასხმაში.
0