ოქტომბრის ბოლოს ტომ ჰოლანდმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის მეშვეობითაც შეგვატყობინა, რომ ადამიანი ობაბას მე-3 ნაწილის გადაღებები ატლანტაში დაიწყო.
აქამდე ფილმის შესახებ ბევრი რამ არ იყო ცნობილი, შესაბამისად გუშინ ღამე Collider-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალურ ქსელში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
გაკეთებული განცხადებით გაირკვა, რომ ამ ფილმში გახმაურებული ფრენჩაიზიდან ისეთი პერსონაჟები დაბრუნდებიან, როგორებიც ჯეიმი ფოქსის ელექტრო და ალფრედ მოლინას დოქტორი რვაფეხა არიან. ამასთანავე, როგორი შოკისმომგვრელიც არ უნდა იყოს, ფილმში დაბრუნებას ენდრიუ გარფილდის პიტერ პარკერი, კირსტენ დანსტის მერი ჯეინი და ემა სტოუნის გვენ სტეისი აპირებენ. ასევე მოლაპარაკებები მიდის ტობი მაგუაირსა და Sony / Marvel-ს შორისაც.
მესამე ნაწილი ადამიანი ობობას სამყაროს ბევრად უფრო სიღრმისეულად დაგვანახებს, როგორც ეს “Spider-Man: Into the Spider-Verse-ის” ანიმაციურ ფილმში მოხდა.
Marvel-ის ამ პროექტს ჯერჯერობით ოფიციალური სახელწოდება არ აქვს, თუმცა ვიცით, რომ მისი რეჟისორი კვლავ ჯონ უოტსი იქნება და ტომ ჰოლანდთან ერთად კინოეკრანებზე Zendaya-ს, ჯეიკობ ბატალონს და ბენედიქტ კამბერბეჩის დოქტორ სტრეინჯს ვიხილავთ.
ამჟამინდელი ინფორმაციით, ფილმის პრემიერა 2021 წლის 17 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.