სამეგრელოში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა

0
? სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა. ? საჭიროების შემთხვევაში მოხალისეები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებებს, მათ შორის სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს, ვინც ვერ ახერხებს უფასო სასადილოში მისვლას, ბინაზე მიართმევენ საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებს. ? ასევე, რეგიონის მუნიციპალიტეტებში დაწყებულია მოხალისეთა მეორე ჯგუფის დაკომპლექტება, რომლებშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია შეგიძლიათ მუნიციპალიტეტებში არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით. (მუნიციპალიტეტების ცხელი ხაზი იხილეთ ამ ბმულზე: https://bit.ly/2vipgLw )
#news
0