ჩეხეთში, კორონავირუსის გამო, კარანტინი გამოცხადდა

0
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის განცხადებით, კარანტინი 24 მარტამდე, ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათამდე, გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით, ჩეხეთში ახალი კორონავირუსის 253 შემთხვევაა დადასტურებული. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსისგან არავინ დაღუპულა. ქვეყანაში დახურულია მაღაზიებისა და რესტორნების უმეტესობა, შეჩერებულია საერთაშორისო მიმოსვა, დახურულია სკოლები და აკრძალულია საზოგადოებრივი ღონისძიებები.
#coronavirus
#coronaviruslive
Czechia
0