საქართველოში, კარანტინში მყოფი პიროვნება აღწერს თუ როგორ პირობებში უწევს ყოფნა: , , კორონა - დღე პირველი ???
არ მინდა თავი მოგაწყინოთ კარანტიზე საუბრით მაგრამ თურმე საჭიროა. ბევრი შემეხმიანა, გაუკვირდათ რომ ვწერდი კარგი პირობებიაო. მე გეტყვით რა ხდება და მიხვდებით რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეთ. მოცდას აზრი არ აქვს, ნურაფერს ელოდებით, ჩამოდიით. კარანტინში და საქართველოში საშიში არაფერია.
არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორაა მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის.
მე პირადად ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტიურად პირველი დღეა. სასტუმრო სპუტნიკი, დაგუგლეთ და ნახავთ. მშვენიერი სასტუმროა კარგი პირობებით, უკეთესი პირობები კარანტინისთვის კიარა დასვენებისთვის წარმოუდგენელია ?
- დღეში სამჯერადი კვება
- სისუფთავე და ჰიგიენური საშუალებები
- ტელევიზორი და ინტერნეტი
- ყავა / ჩაი, წყალი ყველა ოთახში :)
მართალია გარეთ ვერ გადიხარ და არც უნდა გადიოდე :) წესით. თუ სამუშაო გაქვთ მაშინ იდეალური გარემოა ამ ყველაფრისთვის.
შეგიძლიათ იმუშავოთ, ივარჯიშოთ, კარგად გამოიძინოთ, სწორი კვების რეჟიმში ჩაჯდეთ და ნათესავები და მეგობრები მოიკითხოთ. დღეს 6 მეტრიან ოთახში ალბათ 2 კილომეტრი ვირბინე ???
თუ რამე გაკლიათ უთხარით ადმინისტრაციას და მოგართმევენ ;).
კარებზე რომ მოგიკაკუნებენ ესეიგი სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს :?? ან სიცხეს გიკონტროლებს. (ფილმში გეგონებათ თავი პირველ დღეს:) ) , , .
Batumi
Georgia