გამოჯანმრთელებული პაციენტი

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. ის კლინიკს სავარაუდოდ დღეს დატოვებს. მარინა ეგზუბაიას განცხადებით, გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირა თვითიზოლაციაში იქნება. „გამოჯანმრთელებული პაციენტი, ალბათ, დღეს დატოვებს საავადმყოფოს. კიდევ ერთხელ შეფასდება არსებული სიტუაცია და დღის განმავლობაში მიიღება გადაწყვეტილება. ეს პაციენტი, კლინიკის დატოვების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აუცილებლად თვითიზოლაციაში გადავა“, - აცხადებს მარინა ეზუგბაია. შეგახსენებთ, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტი 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და რომელიც პირველია, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა, მას ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.
#კორონავირუსი
#პაციენტი
#ინფექციური
#გამოჯანმრთელებული
#პირველიპაციენტი
#tbilisidaily
0