საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა , , მთავარი არხის” ეთერში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შექმნის ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ ლუგარი საქართველოში ლაბორატორიის გახსნაზე დაეთანხმებინა, , , ცოტა იბლეფა".
, , მე აღმოვჩნდი ვაშინგტონში, გვქონდა სადილი და იქ ვუთხარი ლუგარს – რად გინდა უკრაინა, საქართველოში გახსენით ლაბორატორია-მეთქი… საქართველოში გაქვთ ბიოლოგიური იარაღიო მკითხა და მართალი გითხრათ, მოვიგონე, მოვიტყუე. მე მგონი, საქართველოში არ იყო ბიოლოგიური იარაღი. ცოტა ვიბლეფე მართალი გითხრათ. დაუჯდა ჭკუაში. პრეზიდენტი გავხდი თუ არა, შევხვდი ვახშამზე პირველი ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს აშშ-ში და იქ საბოლოოდ დავარტყით ხელი ხელს, ”- განაცხადა სააკაშვილმა , , კვირის აქცენტებში".
#ექსპრეზიდენტი
#მიხეილსააკაშვილი
#ლუგარისლაბორატორია
#კორონავირუსი
#tbilisidaily