საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად ხვალისთვის იქნება

Tbilisi Daily

საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო. პროდუქციას სამკერვალო ფაბრიკა ,,აჭარა ტექსტილი” აწარმოებს. უკვე ცნობილია, რომ პირბადეების პირველი პარტია ხვალისთვის იქნება მზად. ფაბრიკის ფინანსური დირექტორის, გია ლომინაძის ინფორმაციით, 19 მარტს, დილის საათებში ,,აჭარა ტექსტილი” მზა პროდუქციას მიაწვდის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. აღსანიშნავია, რომ კომპანია მზადაა სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. #პირბადე #აჭარატექსტილი #კორონავირუსი #წარმოება #tbilisidaily