14 votes
comments
2 shares
Save
ტურიზმის სექტორში დასაქმებულები დღეიდან გადასახადების გადავადებას შეძლებენ
448 reads
Headline
Tbilisi · 4 months ago

დღეიდან, 16 მარტიდან, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება საშეღავათო პირობები ამოქმედდა, რომელიც გადასახადების გადავადებას გულისხმობს.

ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს შეუძლიათ დეკლარირებული ვალდებულებები 4 თვით, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე გადაავადონ. შეღავათი მოქმედებს განთავსების ობიექტებზე (სასტუმრო, ჰოსტელი, გესტჰაუსი და სხვა), ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და ა.შ.

"შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილ დეკლარირებულ დავალიანებაზე არანაირი იძულების ღონისძიება არ გატარდება, ხოლო შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას, საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე", - განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.

#news #coronaviruslive #coronavirus #headline

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.


Headline
Tbilisi · 4 months ago
14
Write a comment
2