9 ბრალდებულს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა და საპატიმროში არ დაუშვეს

0
ცხრა ბრალდებული, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა, საპატიმროში არ დაუშვეს. ამის შესახებ პენიტენციური სამსახური იუწყება. მათივე ინფორმაციით, ერთი კვირაა, რაც საეჭვო სიმპტომების მქონე ახალდაკავებული პირი პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება. თუ ბრალდებულს არანაირი სიმპტომატიკა არ აღენიშნება, ამასთან, არც თავად და არც მის ახლობლებს უახლოეს წარსულში უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს, მაშინ იგი პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. საკარანტინო ზონაში თავსდება, სადაც 21 დღეს გაატარებს.
#news
#coronavirus
#coronaviruslive
Georgia
0