17 მარტს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრიდან სასულიერო პირები ქალაქის ცენტრალური ქუჩებისკენ დაიძვრებიან და მას აკურთხებენ. ამის შესახებ პატრიარქის ბრძანება სამების საკათედრო ტაძარში მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო.
, , ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე რომელი ქუჩები აკრავს ამა თუ იმ ტაძარს. ხოლო სამშაბათს, ზეგ სამების ტაძრიდან 13:00 საათისთვის დაიძვრება რამდენიმე მანქანა სხვადასხვა მიმართულებით და სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები", - განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.