„იფქლის“ კომპანიამ პროდუქციის სრულად შეფუთვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

0
„იფქლის“ დასახელების ყველა პროდუქტი დღეიდან სრულად შეფუთული გაიყიდება. აღნიშნული გადაყვეტილება კომპანიის დირექტორატმა და დამფუძნებელმა კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო მიიღეს. კომპანიის ინფორმაციით, პროდუქტის ახალი შეფუთვების ბეჭდვა უკვე დაწყებულია და ის წარმოებაში ეტაპობრივად, დღეიდან ჩაეშვება. შეფუთვის ახალი დიზაინი მაქსიმალურად არის მიახლოებული ძველ ვიზუალთან, რომ მომხმარებლებმა ადვილად შეძლონ პროდუქტის იდენტიფიცირება. „ჩვენ ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს. ბოლო დღეებში არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, რომ შეუფუთავი პურის დაბინძურების რისკი მაღაზიებში მაღალია. ჩვენ ვიზიარებთ მომხმარებლების შიშს და მზადყოფნას გამოვთქვამთ სრულად შევფუთოთ ჩვენი წარმოების ის პროდუქტი, რომელიც აქამდე ნახევრად შეფუთული იყიდებოდა ქსელებში, " - აცხადებენ კომპანიაში.
#კორონავირუსი
#შეფუთულიპური
#ინფიცირება
#tbilisidaily
0