ტიაგოს პრემიერლიგური გზა

0
უკვე რამდენიმე თვეა ინფორმაცია გავრცელდა, რომ ტიაგო ალკანტარასა და ბაიერნის გზები იყრება. მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმაც თქვა, რომ ამდენი წლიანი ერთგულების შემდეგ, ესპანელ ნახევარმცველს გაუგებს, თუ სხვა ლიგაში ძალების გამოცდას მოინდომებს. ბლიჩერ რეპორტის ინფორმაციით, ლივერპული რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობას ტრანსფერის შესახებ უკვე დაუკავშირდა. სავარაუდო სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა, ტიაგო კი ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალა იქნება... ამ გარიგების პროცენტული შანსი ძალიან მაღალია.
0