ახლო მომავალში ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს-ცერცვაძე

0
ახლო მომავალში ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს- აცხადებს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისივე განმარტებით, მესამეული გადაცემა ჯერჯერობით საგანგაშო არაა, თუმცა მაინც არსებობს რისკი იმისა, რომ ვირუსი უფრო მასშტაბური გახდეს. „რა თქმა უნდა, მესამეული არ არის კარგი, მაგრამ ამ დროს კონტაქტების წრე ცნობილია, შემოფარგლულია და შეიძლება მათი კვლევა. აი, მეოთხეულია ცუდი - როდესაც ადამიანი დაინფიცირდება ისე, რომ არ იცის ვისგან გადაედო. ჯერ საგანგაშო არ არის, მაგრამ რისკებია და ახლო მომავალში ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს“, - განაცხადა ცერცვაძემ. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.
0