კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი აივ ინფექციისა და მალარიის პრეპარატებით განკურნეს
39 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მათ ახალი კორონავირუსის სამკურნალო საშუალებას მიაგნეს და იმედოვნებენ, რომ თვის ბოლომდე, პაციენტებზე მისი ფართომასშტაბიანი კლინიკური ცდები ჩატარდება.

კვინზლენდის უნივერსიტეტის კლინიკური კვლევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი დევიდ პეტერსონი გამოცემა news.com.au-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ მიერ ჩატარებული ცდებისას, სხვა დაავადებების სამკურნალოდ განკუთვნილმა ორმა პრეპარატმა სინჯარაში ვირუსი გაანადგურა.

მისი თქმით, ერთ-ერთმა ასეთმა მედიკამენტმა, რომელიც ავსტრალიაში COVID-19-ით პირველად ინფიცირებულ პაციენტებს მისცეს, მათში ვირუსი „მთლიანად გააქრო“ და ინფიცირებულები მთლიანად გამოჯანმრთელდნენ.

პროფესორის განცხადებით, ახლა საჭიროა ფართომასშტაბიანი კლინიკური ცდები, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს ერთ მედიკამენტს მეორეს შეადარებენ, მოსინჯავენ მათ კომბინაციასაც.

როგორც პეტერსონი აღნიშნავს, ერთ-ერთი პრეპარატი აივ ინფექციის სამკურნალოდ არის განკუთვნილი და წარმოადგენს ამ დაავადების საწინააღმდეგო უახლესი თაობის მედიკამენტს. მეორე პრეპარატი კი მალარიის სამკურნალოდ განკუთვნილი მედიკამენტია, სახელად ქლოროკინი, რომელიც მალარიის რეზისტენტულობის გამო ამჟამად უკვე იშვიათად გამოიყენება და შეიძლება ითქვას, „თაროზეა შემოდებული“.

მისი თქმით, პრეპარატი პირველად ჩინელ პაციენტს მისცეს ავსტრალიაში და მკურნალობის შემდეგ, ექიმები საკმაოდ გაკვირვებულიც დარჩნენ, რადგან აღმოჩნდა, რომ მიუხედავად სკეპტიციზმისა, აივ ინფექციისათვის განკუთვნილმა პრეპარატმა კორონავირუსის წინააღმდეგაც იმოქმედა.

აივ ინფექციის პრეპარატით პაციენტის COVID-19-ისგან განკურვნის შესახებ ცოტა ხნის წინ ესპანელი მკვლევრებიც იუწყებოდნენ.

#covid19 #coronavirus #news
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
5
Write a comment